როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 15 ნოემ.
„ალბათ გსმენიათ, რომ ბევრი ამბობს: „იესო მოკვდა ჩვენთვის“ [წაიკითხე იოანეს 3:16]. არასდროს გიფიქრიათ იმაზე, თუ ყველა როგორ უნდა გვიხსნას ერთი ადამიანის სიკვდილმა? [გიპასუხოს]. ამ კითხვაზე ბიბლია გვპასუხობს, ხოლო ეს სტატია, „როგორ გვიხსნის იესო?“, ნათლად განმარტავს ამ საკითხს“.
გამოიღვიძეთ! 22 ნოემ. (რუს.)
„გარემოს დაცვისათვის ყველაფერს აკეთებენ ადამიანები? [გიპასუხოს]. მრავალს აინტერესებს, მარადიულად შეინარჩუნებს თუ არა დედამიწა თავის სიცოცხლისუნარიანობას. საბედნიეროდ, ღმერთი ძალიან არის დაინტერესებული ამით [წაიკითხე ნეემიას 9:6]. ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ში განხილულია, თუ რა მომავალი ელის დედამიწაზე სიცოცხლის არსებობას“.
საგუშაგო კოშკი 1 დეკ.
„წლის ამ დროს ბევრი ასაჩუქრებს ან სხვა კეთილ საქმეებს უკეთებს ერთმანეთს. ასეთი მოქმედებები გვახსენებს ოქროს წესს [წაიკითხე მათეს 7:12]. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია ამ წესის თანახმად ცხოვრება მთელი წლის განმავლობაში? [გიპასუხოს]. ეს ჟურნალი დაგვეხმარება, ღრმად დავფიქრდეთ ამ თემაზე“.
გამოიღვიძეთ! 8 დეკ. (რუს.)
„ბიბლიის დანაპირების თანახმად მოვა დრო, როდესაც არავინ იტყვის „ავად ვარო“ [წაიკითხე ესაიას 33:24]. „გამოიღვიძეთ!“-ის ეს ნომერი ყურადღებას ამახვილებს დაავადებაზე, რომელიც მილიონობით ადამიანს, როგორც ახალგაზრდებს ისევე მოხუცებს, ტანჯავს. სტატიის სათაურია „ნუგეში ართრიტით დაავადებულთათვის“. დარწმუნებული ვარ ამ სტატიებში საჭირო ინფორმაციას იპოვით.