როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 15 ნოემ.
„წარსულში მრავალს სჯეროდა, რომ ერთხელაც დედამიწა სამოთხედ გადაიქცეოდა. დღეს კი ზოგი ეჭვობს, რომ ის საერთოდ გადარჩება. თქვენ რას ფიქრობთ დედამიწის მომავალზე? [გიპასუხოს.] ყურადღება მიაქციეთ, რას ამბობს ბიბლია ამის შესახებ [წაიკითხე ფსალმუნები 36:11]. ამ ჟურნალში ლაპარაკია იმ მომავალზე, რომელიც დედამიწასთან დაკავშირებით არის ნაწინასწარმეტყველები ბიბლიაში“.
საგუშაგო კოშკი 1 დეკ.
„ზოგმა ადამიანმა დღეს ღვთისადმი რწმენა დაკარგა. ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ისინი ვერ პოულობენ დამაკმაყოფილებელ პასუხებს კითხვებზე, რომლებიც მათ აწუხებთ [მოიყვანე მაგალითი მე-6 გვერდზე მოცემული ჩარჩოდან]. „საგუშაგო კოშკის“ ამ ნომერში საუბარია იმაზე, თუ როგორ განვივითაროთ ღვთისადმი ჭეშმარიტი რწმენა“ [წაიკითხე ფილიპელთა 1:9].
გამოიღვიძეთ! 8 დეკ.
„როგორ ფიქრობთ, ექნება კაცობრიობას ოდესმე ისეთი პირობები, როგორიც აქ არის აღწერილი? [წაიკითხე ესაია 14:7. შემდეგ გიპასუხოს.] ეს ჟურნალი შეიცავს პრაქტიკულ ინფორმაციას, რომელიც დღესვე დაგვეხმარება“. შესთავაზე სტატია: „როგორ დავძლიოთ არასწორი სურვილები?“