როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 15 ნოემ.
„ჩვენ ყველას გვსურს, რომ ბედნიერი, აზრით აღსავსე ცხოვრება გვქონდეს. ეთანხმებით იესოს სიტყვებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ბედნიერების საწინდარი? [წაიკითხე მათეს 5:3 და დაელოდე, რომ გიპასუხოს]. ეს ჟურნალი გვიხსნის, თუ როგორ სძენს აზრს ჩვენს ცხოვრებას ის, რომ დავიკმაყოფილოთ ღვთისადმი თაყვანისცემის თანდაყოლილი მოთხოვნილება“.
გამოიღვიძეთ! ნოემ.
«ჩვენს მეცნიერულ ეპოქაში, რომელშიც ასე ფართოდ არის გავრცელებული სკეპტიციზმი, მრავალი ფიქრობს, რომ ბიბლია მოძველებული წიგნია. თქვენ რას ფიქრობთ? [დაელოდე, გიპასუხოს]. იცოდით, რომ ის, რასაც ბიბლია ამბობს მეცნიერულ საკითხებთან დაკავშირებით, აბსოლუტურად ზუსტია? [წაიკითხე იობის 26:7]. „გამოიღვიძეთ“-ის ამ სპეციალურ ნომერში მოცემულია იმის უტყუარი მტკიცებები, თუ რატომ შეგვიძლია ვენდოთ ბიბლიას».
საგუშაგო კოშკი 1 დეკ.
„როგორ უპასუხებდით ამ კითხვას? [წაიკითხე გარეკანზე დასმული კითხვა. შემდეგ დაელოდე, რომ გიპასუხოს]. ღვთის განზრახვაა, რომ ყველა რასისა და ეროვნების ადამიანი გაერთიანდეს [წაიკითხე ფსალმუნის 46:8, 9]. ეს ჟურნალი ბიბლიის საშუალებით გვიჩვენებს, თუ როგორ მიიღწევა ეს ერთიანობა“.
გამოიღვიძეთ! დეკ.
„ზოგის აზრით სიკვდილის შემდეგ ადამიანი საიქიოში მიდის. სხვები კი ფიქრობენ, რომ სიკვდილი ყველაფრის დასასრულია. როგორ ფიქრობთ, უნდა გვეშინოდეს სიკვდილის? [დაელოდე, გიპასუხოს]. ყურადღება მიაქციეთ იობის სიტყვებს [წაიკითხე იობის 14:14, 15]. ამ ჟურნალში ბიბლიის საფუძველზე ნათლად არის ახსნილი, თუ რა გვემართება სიკვდილის დროს“.