როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 15 ნოემ.
„ზოგი, როდესაც მსოფლიოში ათას უმსგავსობას ხედავს, ფიქრობს, რომ არ ღირს იმის კეთება, რაც სწორია? თქვენც ასე ხომ არ ფიქრობთ? [გიპასუხოს]. ყურადღება მიაქციეთ, რა გამამხნევებელი სიტყვები წერია ამ მუხლებში [წაიკითხე იგავების 2:21, 22]. ამ ჟურნალში ახსნილია, თუ რატომ არის აუცილებელი იმის კეთება, რაც სწორია“.
გამოიღვიძეთ! ნოემ.
„ზოგი ფიქრობს, რომ ღმერთია პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც ხდება. უბედური შემთხვევების დროს ისინი ამბობენ, რომ ღმერთმა ეს რაღაც მიზეზის გამო მოახდინა. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე? [გიპასუხოს. შემდეგ წაიკითხე იაკობის 1:13]. ამ ჟურნალიდან გაიგებთ, თუ რას ამბობს ბიბლია ტანჯვის ნამდვილ მიზეზზე და იმაზე, თუ რას აკეთებს ღმერთი მის აღმოსაფხვრელად“.
საგუშაგო კოშკი 1 დეკ.
„თქვენი აზრით, სრულდება დღეს ეს ბიბლიური წინასწარმეტყველება? [წაიკითხე მათეს 24:11. გიპასუხოს]. ამ ჟურნალში განხილულია ზოგი გავრცელებული სწავლება. ის იმასაც გვიჩვენებს, თუ როგორ დავიცვათ თავი ცრუ მასწავლებლებისგან“.
გამოიღვიძეთ! დეკ.
„როგორ ფიქრობთ, ვინ იყო ყველაზე დიდებული ადამიანი? [გიპასუხოს]. ბევრი იესოს მიიჩნევს ყველაზე დიდებულ ადამიანად. ნახეთ, რას გააკეთებს ის დედამიწისთვის როგორც ღვთის სამეფოს მმართველი [აჩვენე მე-8, მე-9 გვერდებზე მოცემული სურათები და წაიკითხე ერთ-ერთი ციტირებული მუხლი]. ამ ჟურნალში განხილულია, თუ როგორ და როდის შეასრულებს იესო ამას“.