როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 1 ნოემბ.
„როგორ ფიქრობთ, იქნება ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობა მტკიცე, თუ ისინი ცხოვრებაში ბიბლიურ რჩევებს გამოიყენებენ? [წაიკითხე იობის 31:1 და დაელოდე, გიპასუხოს]. ამ სტატიაში განხილულია ბიბლიური პრინციპები, რომლებიც დაეხმარება წყვილს, რომ იყვნენ ერთმანეთის ერთგულები [უჩვენე სტატია, რომელიც მე-18 გვერდზე იწყება]“.
გამოიღვიძეთ! ნოემბ.
„უმრავლესობა იზიარებს იმ აზრს, რომ ზღვებში თევზების რაოდენობამ საგრძნობლად იკლო. როგორ ფიქრობთ, შეძლებს მთავრობა ამ პრობლემის მოგვარებას? [დაელოდე, გიპასუხოს. შემდეგ წაიკითხე მათეს 6:10]. ამ სტატიაში განხილულია ზოგი მიზეზი, თუ რატომ არის მდგომარეობა სავალალო. გარდა ამისა, მასში ხაზგასმულია, როგორ გადაჭრის ღმერთი ამ პრობლემას [უჩვენე სტატია, რომელიც მე-20 გვერდზე იწყება]“.
საგუშაგო კოშკი 1 დეკ.
„წლის ამ პერიოდში მრავალი ადამიანი ფიქრობს იესოზე. რა გავლენა მოახდინა იესოს ცხოვრებამ თქვენზე? [დაელოდე, გიპასუხოს]. ბიბლია მოგვიწოდებს, რომ მივყვეთ იესოს მაგალითს [წაიკითხე 1 პეტრეს 2:21]. თუ ასე მოვიქცევით, უკეთესი ადამიანები გავხდებით და ნამდვილად ბედნიერები ვიქნებით. ამ ჟურნალში ახსნილია, თუ რატომ შეგვიძლია ამის თქმა“.
გამოიღვიძეთ! დეკ.
„ადამიანებს დიდი ხანია აინტერესებთ ამ კითხვაზე პასუხი [აჩვენე გარეკანზე მოცემული კითხვა]. თქვენი აზრით, სად შეგვიძლია ამ კითხვაზე დამაკმაყოფილებელი პასუხის პოვნა? [დაელოდე, გიპასუხოს]. ყურადღება მიაქციეთ, თუ რატომ შეუძლია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მხოლოდ ღმერთს [წაიკითხე ფსალმუნის 100:3]. ეს ჟურნალი განიხილავს ბიბლიის თვალსაზრისს ამ საკითხთან დაკავშირებით“.