როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 15 დეკ.
„წელიწადის ამ დროს ადამიანთა უმეტესობა, იმისდა მიუხედავად, სწამს თუ არა იესო ქრისტესი, ფიქრობს მის შესახებ. ზოგი ამბობს, რომ ის სინამდვილეში არ არსებობდა. თქვენ რას ფიქრობთ? [პასუხის მოსმენის შემდეგ, წაუკითხე მათეს 16:15, 16]. დარწმუნებული ვარ, სიამოვნებით წაიკითხავდით ამ სტატიას „იესო სინამდვილეში“, საიდანაც გაიგებთ, რა გავლენას ახდენს ის ჩვენს დღევანდელ და მომავალ ცხოვრებაზე.
გამოიღვიძეთ! 22 დეკ. (რუს.)
„პირადად თქვენ, განა არ იზიარებთ იმ აზრს, რომ ცხოვრებაში პირადი უსაფრთხოებისთვის საჭიროა საკვები მარაგის საიმედო წყაროს არსებობა? [საშუალება მიეცი, რომ გიპასუხოს]. ნახეთ, რას დაჰპირდა ღმერთი თავის ხალხს წარსულში, ბიბლიურ დროში. [წაუკითხე ლევიანნის 26:4, 5]. „გამოიღვიძეთ!“-ის ამ ნომერში ლაპარაკია წუხილზე, რომელიც დღეს საკვებთან დაკავშირებით არსებობს. ის აგრეთვე მიუთითებს დროზე, როდესაც ღმერთი მთელ დედამიწას უსაფრთხოებით უზრუნველყოფს“.
საგუშაგო კოშკი 1 იან.
„გიფიქრიათ იმაზე, რომ ზოგს, როგორც ჩანს, სულ არ უჭირს ცხოვრება, მაშინ როდესაც სხვებს არსებობისთვის ბრძოლა უწევთ? ბიბლიაც მოიხსენიებს ამ საკითხს. [წაუკითხე იობი 34:19]. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გახდის ღმერთი წარსულის საქმედ ადამიანთა საზოგადოების კლასებად დაყოფას, შეგიძლიათ ამ ჟურნალში წაიკითხოთ“.
გამოიღვიძეთ! 8 იან. (რუს.)
„ჩვენ ყველამ მოვისმინეთ ამ საშინელი ტრაგედიის შესახებ, რომელმაც მთელი მსოფლიო შეძრა. ამ საშინელების შემდეგ ყველას დიდი ნუგეში და დახმარება სჭირდებოდა. ეს სტატია, სხვა საკითხებთან ერთად, იმასაც განმარტავს, თუ რას აკეთებენ იეჰოვას მოწმეები გადარჩენილთა, მაშველთა და იმ ადამიანთა დასახმარებლად, რომლებსაც ახლობლები დაეღუპათ“.