როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 15 დეკ.
„შობის პერიოდში მრავალი ადამიანი ცდილობს სიკეთისა და თანაგრძნობის გამოვლენას. როგორ ფიქრობთ, იქნებოდა მსოფლიოში უკეთესი მდგომარეობა, თუ ადამიანები მთელი წლის განმავლობაში გამოავლენდნენ თანაგრძნობას? [დაელოდე, გიპასუხოს. შემდეგ წაიკითხე 1 პეტრეს 3:8]. ამ ჟურნალში ახსნილია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თანაგრძნობის გამოვლენა და როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება“.
გამოიღვიძეთ! დეკ.
„როგორ ფიქრობთ, კვლავ დაუბრუნდებიან სიცოცხლეს ჩვენი გარდაცვლილი ახლობლები? [დაელოდე, გიპასუხოს]. ბიბლიაში ნათქვამია, რომ არსებობს სიკვდილისგან თავდახსნის გზა [წაიკითხე ფსალმუნის 68:20]. ამ ჟურნალში ნაჩვენებია, რომ ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს სიკვდილის, რადგან ის არ არის ყველაფრის დასასრული“.
საგუშაგო კოშკი 1 იან.
„მრავალი ადამიანი ლოცულობს, რომ ღვთის სამეფო მოვიდეს. მაგალითად, ყურადღება მიაქციეთ ცნობილ ლოცვას, რომელიც იესომ თავის მიმდევრებს ასწავლა [წაიკითხე მათეს 6:9, 10]. გიფიქრიათ ოდესმე, თუ რა არის სამეფო და როდის მოვა ის? [დაელოდე, გიპასუხოს]. ამ ჟურნალში ახსნილია, თუ რას ამბობს ბიბლია ამ საკითხთან დაკავშირებით“.
გამოიღვიძეთ! იან.
„მთელი ისტორიის განმავლობაში ქალები დისკრიმინაციისა და ძალადობის მსხვერპლნი იყვნენ. თქვენი აზრით, რატომ ხდებოდა ეს? [დაელოდე, გიპასუხოს]. ყურადღება მიაქციეთ, ბიბლიის თანახმად, როგორ უნდა ექცეოდეს ქმარი ცოლს [წაიკითხე 1 პეტრეს 3:7]. ამ ჟურნალში ბიბლიის საფუძველზე ნაჩვენებია, თუ როგორი თვალსაზრისი აქვთ ღმერთსა და ქრისტეს ქალებზე“.