როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 15 დეკ.
„წლის ამ დროს მრავალი ფიქრობს, თუ რას ნიშნავდა ანგელოზების მიერ იესოს დაბადების დროს წარმოთქმული სიტყვები [წაიკითხე ლუკას 2:14]. თქვენი აზრით, ნამდვილად დამყარდება დედამიწაზე მშვიდობა? [გიპასუხოს]. ეს ჟურნალი გვიჩვენებს, რომ იესო მალე ნამდვილ მშვიდობას დაამყარებს დედამიწაზე“.
გამოიღვიძეთ! დეკ.
„სხვადასხვა რელიგიაში განსხვავებული აზრები არსებობს ალკოჰოლის გამოყენებასთან დაკავშირებით. თქვენი აზრით, ღმერთს რა თვალსაზრისი აქვს ალკოჰოლური სასმელების მიღებაზე? [გიპასუხოს]. მართალია, იესოს პირველი სასწაული ის იყო, რომ წყალი ღვინოდ აქცია, მაგრამ ნამდვილად ღირს, ყურადღება მივაქციოთ შემდეგ რჩევას [წაიკითხე იგავების 20:1]. ეს სტატია, რომელიც მე-18—19 გვერდებზეა მოცემული, გვიჩვენებს, რომ ბიბლიას ამ საკითხთან დაკავშირებით გაწონასწორებული თვალსაზრისი აქვს“.
საგუშაგო კოშკი 1 იან.
„როგორ ფიქრობთ, ადამიანის წარმატება იმით განისაზღვრება, თუ რა სიმდიდრეს ფლობს? [გიპასუხოს. შემდეგ წაიკითხე 1 ტიმოთეს 6:9, 10]. მართალია ბიბლია არ განსჯის ფულს, მაგრამ გვიჩვენებს, რომ ნამდვილი წარმატება სიმდიდრეზე არ არის დამოკიდებული. ეს საკითხი ამ ჟურნალშია გაშუქებული“.
გამოიღვიძეთ! იან.
„როგორ ფიქრობთ, ოდესმე შესრულდება ეს სიტყვები? [წაიკითხე ესაიას 33:24 და დაელოდე გიპასუხოს]. ამ ჟურნალში საუბარია მედიცინის წინსვლაზე, ასევე იმაზე, თუ როგორ შესრულდება ბიბლიის დანაპირები“.