როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 15 დეკ.
„წლის ამ დროს მრავალი ფიქრობს იესოს დაბადებაზე. იცოდით, თუ რა ძვირფასი გაკვეთილების მიღება შეგვიძლია იესოს დაბადების შესახებ ბიბლიაში ჩაწერილი ცნობიდან? [გიპასუხოს. შემდეგ გადაშალე მე-5 გვერდზე და წაიკითხე 2 ტიმოთე 3:16]. ამ „საგუშაგო კოშკში“ განხილულია ამ გაკვეთილებიდან ზოგიერთი“.
საგუშაგო კოშკი 1 იანვ.
„როდესაც საყვარელ ადამიანს კარგავენ ან მძიმე ავადმყოფობით იტანჯებიან, ხშირად ინტერესდებიან, თუ რატომ უშვებს ღმერთი ამას? შესაძლოა, თქვენც დაგისვამთ მსგავსი კითხვა. ბიბლიიდან ვგებულობთ, რომ ღმერთი თანაუგრძნობს მათ, ვინც იტანჯება [წაიკითხე ესაია 63:9ა]. ამ ჟურნალში ახსნილია, თუ რატომ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული იმაში, რომ ღმერთი ბოლოს მოუღებს ტანჯვა-წამებას“.
გამოიღვიძეთ! 8 იანვ.
„როგორ ფიქრობთ, უნდა კრძალავდეს მთავრობა სიტყვის თავისუფლებას? [გიპასუხოს]. მაგრამ, როგორც ბიბლიაში ვკითხულობთ, ამაში შედის რელიგიაზე სხვებთან საუბარიც [წაიკითხე საქმეები 28:30, 31]. არც ისე დიდი ხნის წინათ ეს საკითხი წამოიჭრა აშშ-ის უზენაეს სასამართლოში. თქვენ შეგიძლიათ ამის შესახებ ამ „გამოიღვიძეთ!“-ში წაიკითხოთ.