საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 12/04 გვ. 7
  • შეკითხვების ყუთი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • შეკითხვების ყუთი
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2004
  • მსგავსი მასალა
  • როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2006
  • როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2002
  • როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2007
  • როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2008
იხილეთ მეტი
ჩვენი სამეფო მსახურება — 2004
km 12/04 გვ. 7

შეკითხვების ყუთი

◼ როგორ უნდა ვრეაგირებდეთ, როდესაც სამეფოს საქმიანობას საჯაროდ აკრიტიკებენ?

დროდადრო განდგომილები ან სამეფოს შესახებ ცნობის მოწინააღმდეგეები საჯაროდ აკრიტიკებენ იეჰოვას ხალხის საქმიანობასა და სწავლებებს. ამისათვის იყენებენ სატელევიზიო და რადიო პროგრამებს ან საგაზეთო და ჟურნალების სტატიებს. ასეთ არასასურველ მოქმედებებს როცა ვხვდებით, ყველაზე უკეთესია, ყურადღება არ მივაქციოთ მათ და გვახსოვდეს იესოს შესანიშნავი მაგალითი: „როცა ლანძღავდნენ, ლანძღვით არ პასუხობდა, და როცა იტანჯებოდა, არ იმუქრებოდა, არამედ იმას ჩააბარა თავი, ვინც სიმართლით ასამართლებს“ (1 პეტ. 2:23).

ზოგი შეიძლება ფიქრობს, რომ კრიტიკას ჩვენც საჯაროდ უნდა ვუპასუხოთ — ტელევიზიის ან რადიოს საშუალებით, რედაქტორისთვის წერილის მიწერით და ასე შემდეგ. მაგრამ ასეთ მოქმედებას ხშირად შედეგად მოჰყვება მხოლოდ მოწინააღმდეგეთა კრიტიკისა და მცდარი შეხედულებების „რეკლამირება“. იეჰოვას მოწმეებს ბევრგან კარგად იცნობენ; მრავალი ადამიანი აფასებს ჩვენს მსახურებას და შესანიშნავ ლიტერატურას, რომელსაც ვავრცელებთ. ჩვეულებრივ, ჩვენს მრწამსთან და ორგანიზაციასთან დაკავშირებულ ნებისმიერ კითხვას, რაც შეიძლება წამოიჭრას საჯარო კრიტიკის შედეგად, შეგვიძლია ვუპასუხოთ კარდაკარ მსახურების დროს. ამგვარად, გულწრფელი ადამიანები თავიანთ კითხვებზე პასუხებს მიიღებენ, ხოლო მოწინააღმდეგეებს აღარ შევუქმნით დამატებით ასპარეზს. უფრო მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ, ასეთი სახით, სასიხარულო ცნობის ქადაგება გრძელდება ხელისშემშლელი ფაქტორების მინიმუმამდე დაყვანით და მოწაფეების მომზადების საქმე, იესოს მითითებისამებრ, წინ მიიწევს (მათ. 28:19, 20).

თუ უხუცესები რომელიმე ტერიტორიაზე ფიქრობენ, რომ იეჰოვას სახელისა და ხალხის დასაცავად ჯეროვანი იქნება მოწინააღმდეგეთა კრიტიკაზე საჯარო გამოხმაურება, ყოველთვის კარგი იქნება, რომ პირველ რიგში დაუკავშირდნენ საზოგადოებას და მიაწოდონ ამ საკითხთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია. მათ ასევე დაწვრილებითი ინფორმაცია უნდა მიაწოდონ წერილობით თუ სხვა ფორმით მომზადებული იმ მასალის შინაარსისა და ხასიათის შესახებ, რომლის გამოყენებაც შეიძლებოდა საჯაროდ პასუხის გასაცემად. საზოგადოება იმსჯელებს ამ საკითხზე და მათ სათანადო რჩევებს შესთავაზებს.

ამ თემაზე დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ შემდეგი სტატიები: „ჩვენი რწმენის დაცვა“ (1998 წლის 1 დეკემბრის „საგუშაგო კოშკი“), „როგორ უნდა იქცეოდნენ ქრისტიანები, როდესაც მათ საჯაროდ აკრიტიკებენ“ (1995 წლის 1 აპრილის „საგუშაგო კოშკი“ [რუს.]) და „ინფორმაციით მანიპულირება“ (2000 წლის 22 ივნისის „გამოიღვიძეთ!“ [რუს.]).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება