როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 15 მარ.
„ალბათ დამეთანხმებით, რომ დედამიწაზე გაცილებით უკეთესი იქნებოდა ცხოვრება, თუ სამართლიანი ხელმძღვანელობა გვეყოლებოდა? [გიპასუხოს]. აი, რას გვპირდება ბიბლია [წაიკითხე ფსალმუნის 36:11]. ჩვენ შეგვიძლია გავიხაროთ ამ მშვიდობით, რომელიც იდეალური ხელმძღვანელის წყალობით დაისადგურებს. ამ სტატიებში საუბარია იმაზე, თუ ვინ არის ასეთი ხელმძღვანელი“.
საგუშაგო კოშკი 1 აპრ.
„თუ შეიძლება ბიბლიიდან ერთ საინტერესო აზრს ამოგიკითხავთ [წაუკითხე მათეს 22:37]. თქვენის აზრით, რას ნიშნავს ეს? [გიპასუხოს]. ყურადღება მიაქციეთ სტატიას „ეძებე ღმერთი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა“. ნამდვილი რწმენა მხოლოდ გულიდან უნდა გამომდინარეობდეს, თუ ეს გონებასთანაც უნდა იყოს დაკავშირებული? პასუხი ამ სტატიაშია გაშუქებული“.
გამოიღვიძეთ! 8 აპრ.
„უეჭველია, დაკვირვებიხართ, რომ თუმცა ოჯახები ძირითადად სიყვარულით იქმნება, მრავალი მათგანი ინგრევა. მინდა დაგიტოვოთ „გამოიღვიძეთ!“-ის ეს ნომერი, რომელშიც ბიბლიური თვალსაზრისითაა განხილული, თუ როგორ შეიძლება ოჯახური ცხოვრება ხანგრძლივი და ბედნიერი იყოს“.