როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 15 ივნისი
«ფიქრობთ, რომ ოდესმე ამგვარ პრობლემებს თავს დავაღწევთ? [წაიკითხე პირველი სტატიის შესავალი აბზაცი და დაელოდე პასუხს]. ღვთის სიტყვა გვარწმუნებს, რომ მალე ასეთი პრობლემები აღარ იარსებებს [წაიკითხე ფსალმუნი 71:12—14]. „საგუშაგო კოშკის“ ამ ნომერში კი სწორედ იმაზეა საუბარი, თუ როგორ მოხდება ეს».
საგუშაგო კოშკი 1 ივლისი
„დღეს მილიონობით ადამიანი იყენებს გამოსახულებებსა და ხატებს თაყვანისმცემლობაში, მაშინ როცა მილიონები ფიქრობენ, რომ ეს არასწორია. დაინტერესებულხართ ოდესმე, თუ რას ფიქრობს ღმერთი ამის შესახებ? [გიპასუხოს. შემდეგ კი წაიკითხე იოანეს 4:24]. ამ სტატიებში საუბარია თაყვანისმცემლობაში ხატების გამოყენების შემოღებასა და იმის შესახებ, თუ რას ამბობს ბიბლია გამოსახულებებისადმი თაყვანისცემაზე“.
გამოიღვიძეთ! 8 ივლისი
«ბიბლია წინასწარმეტყველებდა, რომ უკანასკნელ დღეებში საზარელი დრო დადგებოდა [წაიკითხე 2 ტიმოთეს 3:1, 3]. მთელ მსოფლიოში დამნაშავეობის ზრდა კი ამ სიტყვების დადასტურებაა. რამდენად უფრო სავალალო იქნებოდა მდგომარეობა, პოლიცია რომ არ გვყავდეს! „გამოიღვიძეთ!“-ის ამ ნომერში საუბარია იმაზე, თუ რა სიძნელეებს ხვდება პოლიცია მთელ მსოფლიოში».