როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 15 თებ.
„ზოგს ეეჭვება, რომ ღმერთი არსებობს; ზოგს კი სწამს მისი არსებობა, მაგრამ ამბობენ, რომ ის შორს არის ჩვენგან. მიგიქცევიათ ამისთვის ყურადღება? [გიპასუხოს]. ნახეთ, რატომაა მნიშვნელოვანი ღვთის გაცნობა. [წაუკითხე იოანეს 17:3]. ამ მხრივ ძალიან საინტერესო იქნება თქვენთვის ამ ჟურნალის პირველი სტატიების წაკითხვა“.
საგუშაგო კოშკი 1 მარ.
„გვინდა, თქვენი აზრი გავიგოთ ამ საინტერესო ბიბლიურ მუხლზე. [წაუკითხე მათეს 5:10]. შესაძლებელია, რომ ადამიანი ნეტარი ანუ ბედნიერი იყოს, თუკი მას დევნიან? [გიპასუხოს]. ამ ჟურნალის პირველ ორ სტატიაში მოთხრობილია, როგორ შეინარჩუნა ზოგმა სიხარული, მიუხედავად იმისა, რომ მათ ავიწროებდნენ. ვფიქრობ, თქვენთვის ძალიან საინტერესო იქნება იმის წაკითხვა, თუ როგორ შეძლეს მათ ეს“.
გამოიღვიძეთ! 8 მარ.
«ალბათ, დამეთანხმებით, რომ მართალია, ყველას უამრავი პრობლემა გვაქვს, მაინც ბევრი რამისთვის შეგვიძლია ვიყოთ მადლიერები. [გიპასუხოს]. მართლაც, მადლიერების არაერთი მიზეზი გვაქვს და ერთ-ერთი მიზეზი ჩვენი სხეულია. [წაუკითხე ფსალმუნების 138:14]. მადლიერები უნდა ვიყოთ, რომ ღმერთმა გრძნობებით დაგვაჯილდოვა, რადგან მათი წყალობით შეგვიძლია სიცოცხლით გავიხაროთ. „გამოიღვიძეთ!“-ის ეს ნომერი სწორედ ამ საკითხს ეძღვნება».