როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 15 სექტ.
„მილიონობით ადამიანი იმეორებს ამ ლოცვის სიტყვებს [წაუკითხე მათე 6:10]. როგორ ფიქრობთ, როგორი იქნებოდა ცხოვრება, დედამიწაზე ღვთის ნება ყოველმხრივ რომ სრულდებოდეს? [გიპასუხოს]. ამ ჟურნალში დაწვრილებით ირჩევა ეს ლოცვა, მათ შორის ის სიტყვებიც, რომლებიც ახლა წავიკითხეთ“.
საგუშაგო კოშკი 1 ოქტ.
„ყველას გვინდა, რომ აღარ იყოს დამნაშავეობა, ძალადობა და ომები. თქვენი აზრით, შესრულდება როდესმე ეს სიტყვები. [წაუკითხე ფსალმუნები 36:11. გიპასუხოს]. ეს ჟურნალი განმარტავს, რას ფიქრობს ღმერთი ამ საკითხზე და ჩვენ რის გაკეთება შეგვიძლია?“
გამოიღვიძეთ! 8 ოქტ.
„როგორ ფიქრობთ, რამდენ დროს უნდა უთმობდნენ მამები შვილებს? [გიპასუხოს]. ამ ჟურნალში მამების მოუცლელობის პრობლემა ირჩევა. აგრეთვე განხილულია, თუ როგორ შეუძლიათ მამებს, დადებითი გავლენა მოახდინონ შვილებზე“. წაუკითხე იგავები 13:1.