როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 15 ნოემ.
„ზოგს აინტერესებს, ნამდვილად აუცილებელია თუ არა ეკლესიები და ტაძრები ღვთის თაყვანისცემისთვის. თქვენ რას ფიქრობთ? [გიპასუხოს]. ნახეთ, რას ამბობს ბიბლია ამასთან დაკავშირებით [წაიკითხე საქმეები 17:24]. მაშ, რა მიზანს უნდა ემსახურებოდეს თაყვანისცემისთვის განკუთვნილი ასეთი ადგილები? ეს ჟურნალი ბიბლიაზე დაფუძნებულ პასუხს გაგცემთ ამ კითხვაზე“.
საგუშაგო კოშკი 1 დეკ.
«ჩვენს დროში თითქმის ყველა განიცდის საარსებო სახსრების ნაკლებობას. იგივეს თქმა შეიძლება ეკლესიების შესახებაც და ისინიც უფრო დაჟინებით მოითხოვენ ფულის გაღებას თავიანთი ფონდებისთვის. ფიქრობთ თუ არა, რომ ეს სერიოზული პრობლემაა? [გიპასუხოს. შემდეგ წაიკითხე 1 თესალონიკელთა 2:9]. „საგუშაგო კოშკი“ განიხილავს, თუ რას ამბობს ბიბლია ამის თაობაზე».
გამოიღვიძეთ! 8 დეკ.
«ტერორისტების მუქარის გამო, ბევრს აინტერესებს, რამდენად უსაფრთხოა ფრენა. გაღელვებთ თუ არა ეს თქვენც? [გიპასუხოს]. ბიბლიაში ნათქვამია, რომ უბედურებისგან არავინ ვართ დაცული. [წაიკითხე ეკლესიასტე 9:11]. მაგრამ, „გამოიღვიძეთ!“-ი განიხილავს, თუ როგორ შეგიძლიათ გახადოთ ფრენა უფრო უსაფრთხო და მშვიდი».