როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 15 დეკ.
„დღეს ბევრი წუხს, რომ დღესასწაულები კომერციულ ხასიათს ატარებს. როგორ ფიქრობთ, რას უფრო მეტად ექცევა დღესასწაულების აღნიშვნისას ყურადღება? [გიპასუხოს]. ამ ჟურნალში განხილულია, თუ როგორ შეიცვალა დროთა განმავლობაში დღესასწაულთან დაკავშირებული ტრადიციები. აგრეთვე მასში მოცემულია, როგორ შეგვიძლია ბიბლიის თანახმად, ღვთისა და ქრისტეს განდიდება“. წაიკითხე იოანე 17:3.
საგუშაგო კოშკი 1 იან.
„ადამიანს ყოველთვის შეუძლია სიკეთის კეთება, მაგრამ ის ენით აღუწერელ ბოროტებას სჩადის. დაფიქრებულხართ, რატომ ხდება ასე? [გიპასუხოს]. ამ ჟურნალში მოცემულია ბიბლიის თვალსაზრისი და ის, თუ როგორ გაიმარჯვებს სიკეთე ბოროტებაზე“. წაიკითხე რომაელები 16:20.
გამოიღვიძეთ! იან.
„გიფიქრიათ, როგორი იქნება მსოფლიო 20 ან 30 წლის შემდეგ? [გიპასუხოს. შემდეგ წაიკითხე ფსალმუნები 118:105]. ბიბლია გვიხსნის, თუ რა მომავალი ელის კაცობრიობას. ამ ჟურნალში მოცემულია წინასწარმეტყველებები, რომლებიც გვიჩვენებს, თუ რა დროში ვცხოვრობთ და რატომ შეგვიძლია ველოდოთ დიდებულ მომავალს“.