როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 15 იან.
«ამდენი სისხლისღვრის შემყურე, ხომ არ ფიქრობთ, რომ საბოლოოდ ბოროტება გაიმარჯვებს? [გიპასუხოს]. ნახეთ, რას ამბობს ბიბლია ღვთის შესახებ [წაიკითხე ფსალმუნი 82:19ბ]. თუ ღმერთია უზენაესი მთელ ქვეყნიერებაზე, როგორღა გაიმარჯვებს ბოროტება? [გიპასუხოს]. „საგუშაგო კოშკის“ ეს გამოშვება ამომწურავად პასუხობს ამ კითხვას».
საგუშაგო კოშკი 1 თებ.
«დღეს მრავალია უმუშევარი ან ძლიერ ზეწოლას განიცდის სამსახურში. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია, რომ ადამიანმა სამსახურში თავი ბედნიერად და დაცულად იგრძნოს? [გიპასუხოს. შემდეგ წაიკითხე ესაია 65:21—23]. „საგუშაგო კოშკის“ ეს ნომერი მოგვითხრობს იმ დროზე, როდესაც ყველას ექნება დამაკმაყოფილებელი სამუშაო».
გამოიღვიძეთ! 8 თებ.
«„გამოიღვიძეთ!“-ის ეს გამოცემა ეხება ჩვენი დროის ტრაგიკულ რეალობას — ბავშვთა პროსტიტუციას. ბიბლია აღგვითქვამს, რომ მალე ბოლო მოეღება ბავშვებზე ძალადობის ასეთ საძაგელ ფორმას [წაიკითხე იგავები 2:21, 22]. ეს ჟურნალი მოგვითხრობს, თუ რა დგას ბავშვთა ასეთი ექსპლუატაციის უკან და როგორ დაესმევა ამას წერტილი».