როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 15 იან.
„თქვენი აზრით, სად შეუძლია დაქორწინებულ წყვილს საიმედო რჩევის მიღება? [დაელოდე, გიპასუხოს]. ყურადღება მიაქციეთ, ვინ დააფუძნა ქორწინება [წაიკითხე დაბადების 2:22]. ღმერთი გვაძლევს მითითებებს, რათა ცოლ-ქმარმა ღირსეულად შეასრულოს თავისი როლი. ეს საკითხი განხილულია ამ ჟურნალში“.
გამოიღვიძეთ! იან.
„შეგინიშნავთ, რომ მრავალი, ვინც თავს ქრისტიანს უწოდებს, არ მიჰყვება იესოს სწავლებებს? [გიპასუხოს]. მაგალითად, ბევრი არ იცავს იესოს შემდეგ სიტყვებს [წაიკითხე იოანეს 13:35]. ამ ჟურნალში მოცემული სტატია გვიჩვენებს, თუ რა სხვაობაა იესოს სწავლებებსა და ეგრეთ წოდებულ ქრისტიანთა შეხედულებებს შორის“. ეს სტატია მოცემულია ამ ჟურნალის მე-18 გვერდზე.
საგუშაგო კოშკი 1 თებ.
„როგორ ფიქრობთ, იქნებოდა საზოგადოება უკეთესი, თუ ყველა ამ სიტყვების თანახმად იცხოვრებდა? [წაიკითხე ეფესოელების 4:25 და დაელოდე, გიპასუხოს]. ბევრი ფიქრობს, რომ ტყუილის თქმა ზოგჯერ სავსებით მისაღებია. ეს ჟურნალი გვიჩვენებს, რომ სიმართლის თქმა ყოველთვის სასარგებლოა“.
გამოიღვიძეთ! თებ.
„ზოგ ქვეყანაში რელიგიის მიმართ დამოკიდებულება იცვლება. თქვენი აზრით, ხომ არ კარგავენ გავლენას ეკლესიები? [გიპასუხოს]. პავლე მოციქულის ეს სიტყვები გვიჩვენებს, თუ რატომ კარგავს ზოგი ადამიანი რელიგიისადმი ნდობას [წაიკითხე საქმეების 20:29, 30]. ამ ჟურნალში ნაჩვენებია, თუ რა მომავალი ელის ქრისტიანობას“.