როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 15 იან.
„ვინაიდან დაპირებების შეუსრულებლობა ჩვეულებრივია ჩვენს დროში, ბევრი აღარავის ენდობა. როგორ ფიქრობთ, შეგვიძლია ვენდოთ ვინმეს დაპირებებს? [გიპასუხოს. შემდეგ წაიკითხე იესო ნავეს ძე 23:14]. ეს ჟურნალი გვიჩვენებს, თუ როგორ განვავითაროთ ნდობა ღვთის დაპირებების მიმართ, რომლებიც ბიბლიაშია ჩაწერილი“.
საგუშაგო კოშკი 1 თებ.
«ალბათ ყველა ვზრუნავთ საკუთარ ჯანმრთელობაზე. ბოლოდროინდელი გამოკვლევები აჩვენებს, რომ ჩვენი კეთილდღეობა სულიერობაზეც არის დამოკიდებული. როგორ ფიქრობთ, ასეა ეს? [გიპასუხოს. შემდეგ წაიკითხე მათე 5:3]. „საგუშაგო კოშკის“ ამ ნომერში ლაპარაკია იმაზე, თუ როგორ დავიკმაყოფილოთ სულიერი მოთხოვნილებები».
გამოიღვიძეთ! 8 თებ.
«აი, ასე იწერება ღვთის პირადი სახელი ებრაულ ენაზე [უჩვენე გარეკანი]. ზოგის აზრით, ღვთის სახელის ხმამაღლა მოხსენიება არ შეიძლება. სხვები თავისუფლად იყენებენ მის სახელს. „გამოიღვიძეთ!“-ის ამ ნომერში განხილულია, რატომ აქვს ხალხს ღვთის სახელისადმი ასეთი განსხვავებული შეხედულება. მასში აგრეთვე ახსნილია, რას ნიშნავს ღვთის სახელის ცოდნა».