როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 15 იან.
„ბოლო წლებში ხალხს უფრო მეტად უჩნდება სურვილი, რაც შეიძლება მეტი გაიგოს ანგელოზების შესახებ. გიფიქრიათ, ვინ არიან ანგელოზები და რა გავლენას ახდენენ ისინი ჩვენს ცხოვრებაზე? [გიპასუხოს. შემდეგ წაუკითხე ფსალმუნების 33:8]. ეს ჟურნალი ბიბლიის საფუძველზე ხსნის ანგელოზების როლს წარსულში, ახლა და მომავალში“.
გამოიღვიძეთ! იან.
„დღეს რჩევები თითქმის ყველა საკითხთან დაკავშირებითაა ხელმისაწვდომი. თქვენი აზრით, რომელი მათგანის ნდობა შეიძლება? [გიპასუხოს, შემდეგ წაუკითხე 2 ტიმოთე 3:16]. „გამოიღვიძეთ!“–ის ამ ნომერში საუბარია, თუ რატომ არის ბიბლია სანდო წყარო პრაქტიკული სიბრძნის მისაღებად“. მობინადრის ყურადღება გაამახვილე სტატიაზე, რომელიც 18–ე გვერდიდან იწყება.
საგუშაგო კოშკი 1 თებ.
„არსებობისთვის ფული ყველას გვჭირდება. მაგრამ მეთანხმებით, რომ საჭიროა თავი დავიცვათ ამ მუხლში მოხსენიებული საშიშროებისგან? [წაუკითხე 1 ტიმოთე 6:10 და პასუხს დაელოდე]. ეს ჟურნალი დაგვეხმარება ამოვიცნოთ ზოგი ის საშიშროება, რაც გამდიდრებას მოჰყვება. მასში ასევე ნათქვამია, როგორ დავაღწიოთ თავი ამ საშიშროებებს“.
გამოიღვიძეთ! თებ.
„ალბათ მეთანხმებით, რომ ბევრი ჩვენგანი, ვისაც ხანში შესული ნათესავები და მეგობრები გვყავს, იმაზე ვფიქრობთ, თუ როგორ დავეხმაროთ მათ ასაკთან დაკავშირებული სირთულეების დაძლევაში? [გიპასუხოს]. ეს ჟურნალი გვთავაზობს რჩევებს, თუ როგორ შევუმსუბუქოთ მათ მდგომარეობა. მასში ასევე ახსნილია, როგორ შესრულდება ეს ბიბლიური წინასწარმეტყველება“. წაუკითხე იობის 33:25.