როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 1 იან.
„ეთანხმებით იმ სიტყვებს, რომლებიც ამ მუხლშია ნათქვამი? [წაიკითხე იაკობის 3:2]. ეს სტატია, რომელიც ამ ჟურნალის მე-10 გვერდზე იწყება, ბიბლიიდან გვაძლევს პრაქტიკულ რჩევებს, რომლებიც გვეხმარება მოვერიდოთ ოჯახის წევრებისთვის ისეთი რამის თქმას, რაც მათ გულს ატკენდა“.
გამოიღვიძეთ! იან.
„ყველა ოჯახს აქვს პრობლემები. როგორ ფიქრობთ, სად შეუძლია ცოლ-ქმარს სანდო რჩევების მიღება? [დაელოდე, გიპასუხოს]. ყურადღება მიაქციეთ აქ მოცემულ პრაქტიკულ მითითებას [წაიკითხე ეფესოელების 5:22, 25]. ამ ჟურნალში მოცემული სტატია, რომელიც 28-ე გვერდზე იწყება, გვიხსნის, რას ნიშნავს ცოლისთვის ქმრისადმი მორჩილება“.
საგუშაგო კოშკი 1 თებ.
„დღეს არსებული მრავალი პრობლემის მიუხედავად, როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია, მოვიპოვოთ სულის სიმშვიდე? [დაელოდე, გიპასუხოს]. მომავალთან დაკავშირებით ბიბლიაში მოცემულია იმედი, რომელიც მრავალს ეხმარება [წაიკითხე სტატიაში ციტირებული ან მითითებული რომელიმე ბიბლიური მუხლი]. ამ ჟურნალში ნაჩვენებია, რას ამბობს ბიბლია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გაჩნდა ადამიანი, რა არის სიცოცხლის აზრი და რას მოგვიტანს მომავალი“.
გამოიღვიძეთ! თებ.
„ადამიანები თავს დაუცველად გრძნობენ, რადგან დამნაშავეობა დღითი დღე მატულობს. როგორ ფიქრობთ, მოგვარდება ოდესმე ეს პრობლემა? [დაელოდე, გიპასუხოს]. ყურადღება მიაქციეთ ერთ საინტერესო ბიბლიურ წინასწარმეტყველებას [წაიკითხე ფსალმუნის 37:10]. ამ ჟურნალში განხილულია იმის მიზეზი, თუ რატომ ხდება დანაშაული, და ბიბლიის საფუძველზე ნაჩვენებია, როგორ გადაწყდება ეს პრობლემა“.