როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 15 თებ.
„ბევრი შეწუხებულია იმ ცუდი საქმეებით, რაც რელიგიის სახელით კეთდება. ზოგი იმასაც კი ფიქრობს, რომ კაცობრიობის ყველა პრობლემის მიზეზი რელიგიაა. ოდესმე დაფიქრებულხართ ამაზე? [გიპასუხოს. შემდეგ წაუკითხე გამოცხადება 18:24]. ეს ჟურნალი გვიხსნის, თუ რას ამბობს ბიბლია ამის შესახებ.“
საგუშაგო კოშკი 1 მარ.
ერთხელ იესო ქრისტეს ჰკითხეს: ‘რომელია უმთავრესი მცნება?’ ნახეთ, რა უპასუხა მან. [წაუკითხე მარკოზი 12:29, 30]. გიფიქრიათ, თუ რას გულისხმობდა იესო? [გიპასუხოს]. სტატია „როგორ ვავლენთ ღვთისადმი სიყვარულს“ ხსნის ამ ცნობილი სიტყვების მნიშვნელობას“.
გამოიღვიძეთ! 8 მარ.
„ბევრს დიდ სიამოვნებას ანიჭებს ცხოველების შესახებ რაიმეს შესწავლა, ზოგს კი საყვარელი შინაური ცხოველიც ჰყავს [საშუალება მიეცი, გამოთქვას საკუთარი აზრი]. ამ ჟურნალში არის მსჯელობა სახლში ცხოველის ყოლასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. ის აგრეთვე მოგვითხრობს ღვთის განზრახვის შესახებ — იმ დროზე, როდესაც ცხოველებს ერთმანეთს შორის და ადამიანებთან მშვიდობა ექნებათ“. წაიკითხე ესაია 11:6—9.