როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 1 თებ.
„როგორ ფიქრობთ, თუ ოჯახები შემდეგ რჩევას გამოიყენებდნენ, როგორ იმოქმედებდა ეს მათზე? [წაიკითხე ეფესოელების 4:31 და დაელოდე, გიპასუხოს]. ეს სტატია, რომელიც ამ ჟურნალის მე-18 გვერდზე იწყება, ბიბლიიდან გვთავაზობს რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას, რაც დაგვეხმარება ოჯახში კონფლიქტის მოგვარებასა და ბედნიერების შენარჩუნებაში“.
გამოიღვიძეთ! თებ.
„ზოგს ჰგონია, რომ ღმერთი ჩვენ მიერ ჩადენილ ყველა შეცდომას იმახსოვრებს. ზოგი კი ფიქრობს, რომ რა მძიმე ცოდვაც არ უნდა ჩავიდინოთ, ღმერთი გვპატიობს. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით? [დაელოდე, გიპასუხოს. შემდეგ წაიკითხე საქმეების 3:19]. ამ სტატიაში, რომელიც ამ ჟურნალის მე-10 გვერდზე იწყება, ბიბლიის საფუძველზე განხილულია, თუ რა სამი ნაბიჯი უნდა გადავდგათ იმისათვის, რომ ღმერთმა ჩვენ მიმართ მოწყალება გამოავლინოს“.
საგუშაგო კოშკი 1 მარ.
„თქვენი აზრი მაინტერესებს ერთ კარგად ცნობილ მუხლთან დაკავშირებით [წაიკითხე იოანეს 3:16]. თუ გიფიქრიათ, როგორ შეიძლება ერთი კაცის სიკვდილის შედეგად სხვებმა მარადიული სიცოცხლე მიიღონ? [დაელოდე, გიპასუხოს]. ეს ჟურნალი ნათლად და გასაგებად გვიხსნის, თუ რა სარგებლობის მოტანა შეუძლია ჩვენთვის იესოს სიკვდილს“.
გამოიღვიძეთ! მარ.
«როგორ ფიქრობთ, ყველა რელიგია კარგია? [დაელოდე, გიპასუხოს]. ყურადღება მიაქციეთ, რას ამბობს ბიბლია თაყვანისმცემლობის ზოგ ფორმასთან დაკავშირებით [წაიკითხე მარკოზის 7:7]. როგორ უნდა გაიგოს ადამიანმა, რომელი რელიგია ასწავლის ჭეშმარიტებას და არა „ადამიანთა მცნებებს“? შესაძლებელია ჭეშმარიტი რელიგიის პოვნა? ეს ჟურნალი სწორედ ამ კითხვებს პასუხობს».