როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 15 თებ.
«თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული მსოფლიოს მმართველის არჩევა, ვის აირჩევდით? [გიპასუხოს]. „საგუშაგო კოშკის“ ამ ნომერში განხილულია, თუ როგორ შეგვიძლია გავიგოთ, ვინ არის მესია, რომელიც ღმერთმა დედამიწის მმართველად აირჩია. ეს ჟურნალი აგრეთვე გვიხსნის, თუ რას მოუტანს მისი მმართველობა კაცობრიობას». წაიკითხე ესაია 9:6, 7.
გამოიღვიძეთ! თებ.
„დღეს ადამიანები მრავალ ღმერთს სცემენ თაყვანს. მაგრამ ყურადღება მიაქციეთ, თუ როგორ მიმართა იესომ ლოცვით თავის ზეციერ მამას [წაიკითხე იოანე 17:3]. თუ მხოლოდ ერთი ჭეშმარიტი ღმერთი არსებობს, რა შეიძლება ითქვას სხვა ღმერთების შესახებ? [გიპასუხოს]. ამ სტატიაში მოცემულია ბიბლიის თვალსაზრისი ამ საკითხზე“. აჩვენე სტატია, გვერდები 28, 29.
საგუშაგო კოშკი 1 მარ.
„ბევრი ეთანხმება იმ აზრს, რომ ადამიანებს ერთმანეთი უნდა უყვარდეთ, როგორც ეს იესომ მოგვიწოდა [წაიკითხე იოანე 13:34, 35]. როგორ ფიქრობთ, ვინ მიჰყვება იესოს სწავლებებს დღეს? [გიპასუხოს]. ამ ჟურნალში განხილულია, თუ როგორ შეგვიძლია გავიგოთ, ვინ არიან ჭეშმარიტი ქრისტიანები“.
გამოიღვიძეთ! მარ.
„სიყვარული ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ბედნიერებისა და კეთილდღეობისთვის. მაგრამ ბევრისთვის ძნელია ნამდვილი სიყვარულის პოვნა. როგორ ფიქრობთ, რატომ? [გიპასუხოს]. ნამდვილი სიყვარულის პოვნის ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა ის, რომ ვისწავლოთ სხვების მიმართ უანგარო სიყვარულის გამოვლენა. ამ ჟურნალში განხილულია, თუ რა იგულისხმება ამაში“. წაიკითხე 1 კორინთელები 13:4—7.