როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 15 თებ.
„ზოგი მიიჩნევს, რომ ადამიანები დედამიწას აჩანაგებენ. თქვენ თუ გაწუხებთ ეს პრობლემა? [დაელოდე, გიპასუხოს]. ყურადღება მიაქციეთ ამ მანუგეშებელ დანაპირებს [წაიკითხე გამოცხადების 11:18]. ამ ჟურნალში ნაჩვენებია, რით არის ჩვენი პლანეტა უნიკალური. მასში ასევე განხილულია, თუ რას ამბობს ბიბლია დედამიწის მომავლის შესახებ“.
გამოიღვიძეთ! თებ.
„გიფიქრიათ, ვინ დგას მთელი იმ უბედურების უკან, რაც მსოფლიოში ხდება? [წაიკითხე 1 იოანეს 5:19 და დაელოდე, გიპასუხოს]. ამ ჟურნალის მე-12 და მე-13 გვერდებზე მოცემული სტატია გვიჩვენებს, თუ როგორ შეგვიძლია ბიბლიის საშუალებით გავიგოთ, ვინ არის ეს „ბოროტი“, და როგორ დავიცვათ თავი მისი გავლენისგან.
საგუშაგო კოშკი 1 მარ.
„ბევრი ფიქრობს, რომ ყველა რელიგია ღმერთთან მიმყვანია. როგორ ფიქრობთ, აქვს მნიშვნელობა იმას, რომელ რელიგიას მიეკუთვნება ადამიანი? [დაელოდე, გიპასუხოს]. ყურადღება მიაქციეთ ამ რჩევას [წაიკითხე 1 იოანეს 4:1]. ეს ჟურნალი გვეხმარება იმის გაგებაში, თუ რომელ სწავლებებს იწონებს ღმერთი. ის აგრეთვე გვიხსნის, როგორ წარმოიშვა სხვადასხვა რელიგია“.
გამოიღვიძეთ! მარ.
„თქვენი აზრით, რომელია ის ზოგიერთი სირთულე, რასაც ახალგაზრდები ხვდებიან? [დაელოდე, გიპასუხოს]. შემდეგი ბიბლიური მუხლი ყურადღებას ამახვილებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მეგობრების სწორად არჩევა [წაიკითხე იგავების 13:20] ეს ჟურნალი გვიჩვენებს, რა საფრთხეს უქმნის ინტერნეტი ახალგაზრდებს, როდესაც ისინი მისი მეშვეობით ცდილობენ მეგობრების შეძენას. აქვე აღნიშნულია ისიც, თუ როგორ შეიძლება ამ მხრივ ახალგაზრდების დაცვა“.