როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 15 მაისი
„ყოველდღიურად ვიგებთ ამბებს ძალადობასთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობთ, არსებობდა ოდესმე ასეთი მდგომარეობა? [გიპასუხოს]. ნახეთ, რას ამბობს ბიბლია [წაიკითხე მათე 24:37]. ნოეს დროს მდგომარეობა იმდენად რთული იყო, რომ ღმერთმა ყველა ადამიანი გაანადგურა, ნოესა და მისი ოჯახის გარდა. ეს ჟურნალი მოგვითხრობს, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ მოვლენებს ჩვენთვის“.
საგუშაგო კოშკი 1 ივნისი
„სულ უფრო ხშირად ვიგებთ, რომ საქველმოქმედო მიზნებისთვის შეწირულ თანხებს არასწორი მიზნებისთვის იყენებენ. ამის გამო ბევრი ფიქრობს, საერთოდ ღირს თუ არა ქველმოქმედება. მეორე მხრივ კი, ჯერ კიდევ ბევრია გაჭირვებული. რას ფიქრობთ, შეიძლება მდგომარეობის გამოსწორება? [გიპასუხოს. შემდეგ წაუკითხე ებრაელთა 13:16]. ეს ჟურნალი მოგვითხრობს, თუ როგორი სახის გაცემა მოსწონს ღმერთს“.
გამოიღვიძეთ! 8 ივნისი
„თითქმის ყველა ვიცნობთ ვინმეს, ვინც დიაბეტით არის დაავადებული. იცით რამე ამ დაავადების შესახებ? [აჩვენე ჟურნალი და დაელოდე პასუხს]. ეს ჟურნალი მოგვითხრობს დიაბეტის გამომწვევი მიზეზებისა და მკურნალობის შესახებ. მასში აგრეთვე განხილულია ბიბლიური იმედი, რომ სამუდამოდ ბოლო მოეღება ყველა დაავადებას“. ბოლოს წაიკითხე ესაიას 33:24.