როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 15 ივნისი
„იესოს ბევრი ისტორიაში ყველაზე დიდებულ ადამიანად მიიჩნევს. სხვებს კი იმაშიც ეპარებათ ეჭვი, რომ ის არსებობდა. როგორ ფიქრობთ, აქვს თუ არა მნიშვნელობა, რას ვფიქრობთ იესოზე? [გიპასუხოს. შემდეგ წაუკითხე საქმეები 4:12]. რა მტკიცებები არსებობს იმის შესახებ, რომ იესო ნამდვილად ცხოვრობდა დედამიწაზე? ეს ჟურნალი სწორედ ამ კითხვაზე გაგცემთ პასუხს“.
საგუშაგო კოშკი 1 ივლისი
„ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნილებაა — უყვარდეს სხვები და მათგანაც გრძნობდეს სიყვარულს [წაუკითხე მე-4 გვერდზე, სათაურის შემდეგ მოყვანილი ციტატა]. მაგრამ, ალბათ შეამჩნევდით, რომ თანამედროვე საზოგადოება სხვა ღირებულებებს უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს [გიპასუხოს]. ამ ჟურნალში ირჩევა, რა არის ნამდვილი სიყვარული და როგორ შეგვიძლია მისი განვითარება“. წაუკითხე 1 კორინთელთა 13:2.
გამოიღვიძეთ! 8 ივლისი
„უაზრო ძალადობის მატება ბევრს აშფოთებს [მაგალითად მოიყვანე ადგილობრივი მოსახლეობისთვის ცნობილი შემთხვევა და დაელოდე პასუხს]. ამ ჟურნალში განხილულია ის რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც ძალმომრეობითი დანაშაულის გავრცელებას უწყობს ხელს. მასში მოთხრობილია იმის შესახებაც, თუ როგორც აღმოფხვრის ღმერთი დამნაშავეობასა და ძალადობას ერთხელ და სამუდამოდ“. წაუკითხე ფსალმუნები 36:10, 11.