როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 15 მაისი
«როგორ ფიქრობთ, ოდესმე დადგება ისეთი დრო, როდესაც აღარ იარსებებს სიღარიბე? [გიპასუხოს]. ყურადღება მიაქციეთ, რას გვპირდება ღმერთი [წაიკითხე ესაიას 65:21]. „საგუშაგო კოშკის“ ამ ნომერში განხილულია, თუ როგორ იქცევა რეალობად ეს დანაპირები». შეუთანხმდი განმეორებით მონახულებაზე, რათა იმსჯელოთ იმის შესახებ, თუ როდის შესრულდება ეს დანაპირები.
საგუშაგო კოშკი 1 ივნისი
„თუმცა დღეს თითქმის ყველა მშვიდობაზე ლაპარაკობს, მსოფლიოში არ არის ერთიანობა. როგორ ფიქრობთ, მხოლოდ ოცნებაა ამ მიზნის მიღწევა? [გიპასუხოს]. ამ ჟურნალში ყურადღება მახვილდება მთავრობაზე, რომელსაც შეუძლია, გააერთიანოს მსოფლიო“. წაიკითხე ფსალმუნების 71:7, 8 და შეუთანხმდი განმეორებით მონახულებაზე, რათა ისაუბროთ იმის შესახებ, თუ როგორ გაერთიანდება მსოფლიო.
გამოიღვიძეთ! 8 ივნისი
„უმრავლესობამ კარგად იცის, რომ ჯანმრთელობისთვის აუცილებელია ვარჯიში; მაგრამ ბევრი აღიარებს, რომ საკმარისად არ ვარჯიშობს. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე? [გიპასუხოს]. ამ ჟურნალში განხილულია, თუ რა სარგებლობა მოაქვს რეგულარულ ვარჯიშს. აგრეთვე მოცემულია რჩევები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეგვიძლია მოუცლელობის მიუხედავად, დრო გამოვნახოთ ვარჯიშისთვის.