როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 15 ოქტ.
„ბევრი გადაწყვეტილება დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე. რა დაგვეხმარება, რომ მოვერიდოთ არაგონივრული გადაწყვეტილებების მიღებას? [გიპასუხოს. შემდეგ წაიკითხე იგავები 3:6]. „საგუშაგო კოშკის“ ამ ნომერში მოცემულია ხუთი ბიბლიური რჩევა, რომლებიც გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაში დაგვეხმარება“.
საგუშაგო კოშკი 1 ნოემბ.
ოდესმე ყველას გაგვმტყუნებია ნდობა. გიკითხავთ საკუთარი თავისთვის, შეიძლება კი ვინმეს ნდობა? [გიპასუხოს. შემდეგ წაიკითხე იგავები 3:5]. ეს ჟურნალი გვიხსნის, თუ რატომ შეგვიძლია ღმერთს ყველაფერში ვენდოთ. ის აგრეთვე განიხილავს, როგორ შეგვიძლია განვსაზღვროთ, თუ ვინ იმსახურებს ნდობას“.
გამოიღვიძეთ! 8 ნოემბ.
მიგიქცევიათ ყურადღება, რომ უკანასკნელ დროს სულ უფრო ხშირად გვესმის მიკრობების შესახებ? [გიპასუხოს]. ამ ჟურნალში განხილულია მიკრობების გავრცელების მიზეზები და მოცემულია რჩევები, როგორ შეგვიძლია დავიცვათ თავი. ის აგრეთვე მოგვითხრობს ბიბლიურ იმედზე, რომ დედამიწაზე აღარ იარსებებს ავადმყოფობა“. წაიკითხე ესაია 33:24.