როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 15 ოქტ.
„ზოგიერთები ფიქრობენ, რომ რაც მეტი ფული ექნებათ, მით უფრო ბედნიერები იქნებიან. ეთანხმებით ამ აზრს? [გიპასუხოს.] ყურადღება მიაქციეთ, თუ რა დაწერა ადამიანმა, რომელიც ძალიან მდიდარი იყო [წაიკითხე ეკლესიასტე 5:10]. ეს ჟურნალი განიხილავს, თუ რა არის სიმდიდრეზე მეტად ფასეული“.
საგუშაგო კოშკი 1 ნოემ.
„ბევრს ნაკლებად სჯერა, რომ ხელისუფლება შეძლებს დღევანდელი პრობლემების გადაჭრას. როგორ ფიქრობთ, შეუძლია ვინმეს შეასრულოს ამ მუხლებში ჩაწერილი წინასწარმეტყველება? [წაიკითხე ფსალმუნები 71:7, 12, 16. გიპასუხოს.] ამ ჟურნალში საუბარია, თუ ვინ არის ეს ნაწინასწარმეტყველები მმართველი და რას გააკეთებს ის კაცობრიობისთვის“.
გამოიღვიძეთ! 8 ნოემ.
„ალბათ, დამეთანხმებით, რომ ბავშვებს აღზარდა სჭირდებათ. [დაელოდე პასუხს. შემდეგ წაუკითხე ეფესოელების 4:6]. ამ ჟურნალში განიხილება, რას ნიშნავს აღზარდა. მასში ისიც ირჩევა, თუ როგორ შეუძლიათ მშობლებს შვილებისთვის ქცევისა და აზროვნების შესწორება ისე, რომ მათ გული არ გაუტეხონ“.