როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 15 ნოემ.
„თითქმის ყველას სურს კარგი ჯანმრთელობა და ხანგრძლივი სიცოცხლე. შესაძლებელი რომ იყოს, ისურვებდით მარადიულად ცხოვრებას? [მიეცი საშუალება, გიპასუხოს. შემდეგ წაუკითხე იოანე 17:3] ამ ჟურნალში განხილულია, რომ ბიბლია მარადიულ სიცოცხლეს გვპირდება. აქვე აღწერილია, თუ როგორი იქნება ცხოვრება, როცა ეს დაპირება რეალობად იქცევა?“
საგუშაგო კოშკი 1 დეკ.
„ცხოველებისგან განსხვავებით ადამიანებს სწორისა და არასწორის გარჩევის უნარი გვაქვს. სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი ცუდ საქმეებს აკეთებს. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი? [გიპასუხოს. შემდეგ წაუკითხე იერემია 17:9 ან გამოცხადება 12:9] ამ ჟურნალში განხილულია, თუ რა დაგვეხმარება, რომ გავიგოთ და ვაკეთოთ ის, რაც სწორია“.
გამოიღვიძეთ! 8 დეკ.
„ტექნიკური პროგრესის მიუხედავად მეგობრების ყოლა კვლავაც ადამიანის ძირითადი მოთხოვნილებაა. მაგრამ ამჩნევთ, რომ დღეს ხალხი შეცვლილია და ახლო მეგობრობის განვითარება არაა ადვილი? [გიპასუხოს. შემდეგ წაუკითხე იგავები 18:24] ამ ჟურნალში განხილულია, თუ როგორ შევიძინოთ და შევინარჩუნოთ ნამდვილი მეგობრები“.