როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 15 ნოემბ.
„მრავალს აინტერესებს, რატომ მატულობს პრობლემები და რატომ არ უმჯობესდება პირობები? იცოდით, რომ ამ პრობლემების გამომწვევ მიზეზზე ამ მუხლშია საუბარი? [წაიკითხე გამოცხადება 12:9. დაელოდე, გიპასუხოს]. ამ ჟურნალში საუბარია ეშმაკის ხრიკებზე, როგორ შეჰყავს ადამიანები შეცდომაში და ასევე იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია წინ აღვუდგეთ მას“.
საგუშაგო კოშკი 1 დეკ.
«„არმაგედონის“ გაგონებაზე ბევრს საშინელი მასობრივი განადგურების სურათი წარმოუდგება თვალწინ [ყურადღება გაამახვილე მე-3 გვერდზე მოცემულ ჩარჩოზე]. ხომ არ გაგაოცებთ იმის გაგება, რომ არმაგედონი ერთ-ერთი საუკეთესო მოვლენაა, რაც კი შეიძლება მოხდეს? [დაელოდე, გიპასუხოს]. ამ ჟურნალიდან გაიგებთ, თუ რატომ არის ეს საუკეთესო მოვლენა». წაიკითხე 2 პეტრე 3:13.
გამოიღვიძეთ! 8 დეკ.
„მინდოდა თქვენთან მესაუბრა იმ დროის შესახებ, როცა საცხოვრებელი ყველას ექნება. განა სამწუხარო არ არის, რომ მრავალი ადამიანი უსახლკაროა? [გიპასუხოს. შემდეგ წაიკითხე ესაია 65:21, 22]. ამ ჟურნალში საუბარია უსახლკარობის გამომწვევ მიზეზებზე. მასში ასევე განხილულია, თუ როგორ შეასრულებს ღმერთი იმ დანაპირებს, რის შესახებაც ახლახან წავიკითხეთ“.