როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 15 დეკ.
„წლის ამ დროს მთელ მსოფლიოში ბევრი სხვადასხვა სახით აღნიშნავს შობას. იცოდით, რომ ბიბლიური წინასწარმეტყველება ქრისტეს შობას ხანგრძლივ მშვიდობას უკავშირებს? [გიპასუხოს. შემდეგ წაიკითხე ესაიას 9:6, 7]. ამ ჟურნალში განხილულია, თუ როგორ დამყარდება ასეთი მშვიდობა“.
საგუშაგო კოშკი 1 იან.
„მრავალი რელიგია ასწავლის, რომ უნდა გვიყვარდეს მოყვასი [წაიკითხე მათეს 22:39]. როგორ ფიქრობთ, მაშ რატომ ერევა რელიგია მრავალ ომსა და კონფლიქტში? [გიპასუხოს]. „საგუშაგო კოშკის“ ამ ნომერში განხილულია, თუ შეუძლია რელიგიას კაცობრიობის გაერთიანება“.
გამოიღვიძეთ! 8 იან.
„თუ ამჩნევთ, რომ საზოგადოება უფრო და უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გარეგნობას? [გიპასუხოს]. ეს ჟურნალი განიხილავს ზოგიერთ იმ საშიშროებას, რაც სილამაზეზე გადამეტებულ ზრუნვას მოჰყვება. ის აგრეთვე საუბრობს ისეთ სილამაზეზე, რაც ყველაზე მეტად ფასეულია“. წაიკითხე 1 პეტრეს 3:3, 4.