როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 15 თებ.
„დროდადრო ვისმენთ ცნობებს იმის თაობაზე, რომ სასწაულები ხდება. [მოიყვანე მაგალითი]. ზოგს სჯერა მოსმენილის, ზოგი კი ეჭვის თვალით უყურებს მას. ეს ჟურნალი გვიხსნის, ნამდვილად მოხდა თუ არ ბიბლიაში ჩაწერილი სასწაულები და ხდება თუ არა მსგავსი სასწაულები დღეს“. წაიკითხე იერემიას 32:21.
საგუშაგო კოშკი 1 მარ.
„როგორ ფიქრობთ, იქნებოდა მსოფლიოში უკეთესი პირობები, ყველას რომ გაეთვალისწინებინა შემდეგი რჩევა? [წაიკითხე რომაელების 12:17, 18. გიპასუხოს]. სამწუხაროდ, ზოგჯერ ადამიანებს შორის უთანხმოებები ხდება. ეს ჟურნალი გვიჩვენებს, თუ როგორ შეგვიძლია ბიბლიური რჩევის გამოყენებით მოვაგვაროთ უთანხმოება და აღვადგინოთ მშვიდობა“.
გამოიღვიძეთ! 8 მარ.
ძველ დროში ღმერთი მოითხოვდა, რომ ბავშვებს პატივი ეცათ როგორც დედისთვის, ასევე მამისთვის [წაიკითხე გამოსვლის 20:12]. თქვენი აზრით, დღესაც იმსახურებენ დედები პატივისცემას? [დაელოდე, გიპასუხოს]. ამ ჟურნალში ნაჩვენებია, თუ რა სირთულეებს აწყდებიან დედები სხვადასხვა ქვეყანაში და როგორ უმკლავდებიან ისინი მათ.