როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 1 დეკ.
„შეგიმჩნევიათ, რომ ადამიანებს სისუფთავესა და ჰიგიენასთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულებები აქვთ? [დაელოდე, გიპასუხოს]. ამ მუხლში ნაჩვენებია ერთი მიზეზი, თუ რატომ არის სისუფთავის დაცვა მნიშვნელოვანი [წაიკითხე 1 პეტრეს 1:16]. ეს სტატია გვთავაზობს რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას, თუ როგორ დავიცვათ სისუფთავე [უჩვენე სტატია, რომელიც მე-9 გვერდზე იწყება]“.
გამოიღვიძეთ! დეკ.
„წელიწადის ამ დროს ბევრი ფიქრობს იესო ქრისტეზე. როგორ ფიქრობთ, ამ მუხლიდან გამომდინარე, როგორ შეგვიძლია განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატოთ იესოს მიმართ? [წაიკითხე იოანეს 14:15 და დაელოდე, გიპასუხოს]. იესოს დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია. შეიძლება გაგაკვირვოთ იმის გაგებამ, რატომ დაადგინეს 25 დეკემბერი ქრისტეს შობის დღედ [შესთავაზე სტატია, რომელიც მე-10 გვერდზე იწყება]“.
საგუშაგო კოშკი 1 იან.
„მთელ მსოფლიოში მარიამს, იესოს დედას, სხვადასხვაგვარად მოიხსენიებენ. თქვენ რას ფიქრობთ მასზე? [დაელოდე, გიპასუხოს]. ბიბლია გვიჩვენებს, რომ მარიამმა კაცობრიობის ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა [წაიკითხე ლუკას 1:30—32]. ამ ჟურნალში განხილულია, თუ რას ვსწავლობთ მისგან“.
გამოიღვიძეთ! იან.
„დღეს მსოფლიოს მრავალი ტბა და მდინარე შრება და მილიონებს არა აქვთ სასმელად ვარგისი, სუფთა წყალი. თქვენი აზრით, შეუძლია ადამიანს ამ პრობლემის ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრა? [დაელოდე, გიპასუხოს. შემდეგ წაიკითხე იერემიას 10:23]. ეს ჟურნალი ბიბლიის საფუძველზე გვიხსნის, რა გამოსავალი არსებობს“.