როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 15 ივნ.
„ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ დღეს მრავალი ადამიანი საკუთარ ნორმებს ადგენს, თუ რა არის სწორი და რა — არასწორი. [დაელოდე, გიპასუხოს]. ბიბლიაში მოცემულია ისეთი პრინციპები, რომლებიც ყველა დროისთვისაა პრაქტიკული [წაიკითხე რომელიმე ბიბლიური მუხლი მე-6 და მე-7 გვერდებზე მოცემული ჩარჩოდან]. ეს ჟურნალი გვიჩვენებს, თუ რა სარგებლობა მოაქვს ჩვენთვის ბიბლიური ფასეულობების თანახმად ცხოვრებას.
გამოიღვიძეთ! ივნ.
„თავის სარჩენად ფული ყველას გვჭირდება. როგორ ფიქრობთ, ზოგიერთები მთელ ძალ-ღონეს ფულის შოვნას ხომ არ ახმარენ? [დაელოდე, გიპასუხოს]. ყურადღება მიაქციეთ, რა არის ნათქვამი იმ შედეგებზე, რაც გამდიდრებისკენ სწრაფვას მოჰყვება [წაიკითხე 1 ტიმოთეს 6:10]. ამ ჟურნალში შემოთავაზებულია რჩევები, თუ როგორ შეუძლია ადამიანს, გაიმარტივოს ცხოვრება და დასჯერდეს მცირე შემოსავალს“.
საგუშაგო კოშკი 1 ივლ.
„გიფიქრიათ, რატომ ექცევიან ადამიანები ცუდად ერთმანეთს? თქვენი აზრით, ამის მიზეზი ის ხომ არ არის, რომ ისინი განსხვავებულ რასას ან ეროვნებას მიეკუთვნებიან? ან ამას ის ხომ არ იწვევს, რომ სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ? [დაელოდე, გიპასუხოს]. ნახეთ, რა არის სინამდვილეში ამის მიზეზი [წაიკითხე 1 იოანეს 4:20]. ეს ჟურნალი გვიჩვენებს, შესაძლებელია თუ არა, რომ სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის ადამიანებმა ერთმანეთთან მშვიდობიანად იცხოვრონ“.
გამოიღვიძეთ! ივლ.
„ფრინველებისგან განსხვავებით, რომლებსაც ინსტინქტი მართავს, ადამიანებს აქვთ იმის უნარი, აირჩიონ, თუ რომელი ნორმების თანახმად იცხოვრონ. როგორ ფიქრობთ, სად შეგვიძლია სანდო ხელმძღვანელობის პოვნა? [დაელოდე, გიპასუხოს. შემდეგ წაიკითხე ფსალმუნის 119:105]. ამ ჟურნალში ნაჩვენებია, რომ ბიბლია ყველაზე საუკეთესო ხელმძღვანელობას გვიწევს“.