როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 1 დეკემბერი
„დამეთანხმებით, რომ ხშირად მარტოხელა მშობლებს უფრო უჭირთ, ვიდრე წყვილებს? [დაელოდე, გიპასუხოს.] ბიბლია მოგვიწოდებს, რომ გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს ყურადღება მივაქციოთ [წაიკითხე ფსალმუნების 41:1]. ამ ჟურნალის 22-ე გვერდზე მოცემულ სტატიაში ახსნილია, თუ როგორ შეგვიძლია ყურადღება მივაქციოთ მარტოხელა მშობლებს“.
გამოიღვიძეთ! დეკემბერი
«ბევრს უჩნდება კითხვა: „თუ ღმერთი მართლა არსებობს, რატომ არ ანადგურებს ეშმაკს?“. თქვენც გაგჩენიათ მსგავსი კითხვა? [დაელოდე, გიპასუხოს.] ამ კითხვას ბიბლიიდან სცემს პასუხს სტატია, რომელიც ამ ჟურნალის მე-10 და მე-11 გვერდებზეა მოცემული. მასში აგრეთვე საუბარია იმაზე, თუ როგორი იქნება დედამიწა, როცა ეშმაკი განადგურდება [წაიკითხე გამოცხადების 21:3, 4]».
საგუშაგო კოშკი 1 იანვარი
„ბევრი ადამიანი თვლის, რომ ედემის ბაღი მითია. იცოდით, რომ იესო ადამსა და ევას რეალურ ადამიანებად მოიხსენიებდა? [დაელოდე, გიპასუხოს. შემდეგ წაიკითხე მათეს 19:4—6.] ეს ჟურნალი პასუხს სცემს ედემის ბაღთან დაკავშირებით გავრცელებულ კითხვებს“.
გამოიღვიძეთ! იანვარი
აჩვენე ჟურნალის ყდა და ჰკითხე: „როგორ უპასუხებდით ამ კითხვას? [დაელოდე, გიპასუხოს.] წმინდა წერილები მოუწოდებს ხალხს, მშვიდობისმყოფელები იყვნენ [წაიკითხე იაკობის 3:17]. მაშ, რატომ არ გააერთიანა რელიგიამ კაცობრიობა? შეუწყობს ოდესმე ხელს რელიგია მშვიდობის დამყარებას? ამ კითხვებზე პასუხები ამ ჟურნალშია მოცემული“.