„საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ — ჭეშმარიტების დროული ჟურნალები
„შენ დამიხსნი, უფალო, ღმერთო ჭეშმარიტო“ (ფსალმუნი 30:6).
«დიდი მადლობა, — წერდა ქრისტიანი და, — შესანიშნავი ინფორმაციისთვის „საგუშაგო კოშკის“ სტატიიდან „შენ შეგიძლია ჰპოვო ნუგეში მწუხარების ჟამს“a. რა ბევრი საკითხები გაქვთ გაშუქებული, რომლებიც ზუსტად ისეთ გრძნობებს ეხება, რაც მე განვიცადე; თითქოს ეს სტატია უშუალოდ ჩემთვის იყო დაწერილი. პირველად მისი წაკითხვის დროს თვალები ცრემლებით მქონდა სავსე. რამდენად შესანიშნავია იმის გაგება, რომ კიდევ ვიღაცამ იცის, თუ როგორ ვგრძნობ თავს! მე დიდი მადლობელი ვარ იმისთვის, რომ ვარ იეჰოვას მოწმე. კიდევ სად შეგვიძლია ვიპოვოთ აღთქმა ახლო მომავალში სამოთხეში მარადიული სიცოცხლის შესახებ და ახლა მალამო ჩვენი სულებისთვის! მადლობა. უღრმესი მადლობა».
2 განგიცდია თუ არა ასეთი გრძნობა ოდესმე? გიფიქრია თუ არა ოდესმე, რომ „საგუშაგო კოშკში“ ან მის თანმხლებ ჟურნალში „გამოიღვიძეთ!“, რაღაც სპეციალურად შენთვის იყო დაწერილი? რით იპყრობს ჩვენი ჟურნალები მრავალი ადამიანის გულს? როგორ შეგვიძლია, დავეხმაროთ სხვებს, ისარგებლონ სიცოცხლის მხსნელი ცნობით, რომელსაც ეს ჟურნალები შეიცავს? (1 ტიმოთე 4:16).
ჭეშმარიტების დამცველი ჟურნალები
3 იეჰოვა არის ‘ღმერთი ჭეშმარიტი’ (ფსალმუნი 30:6). მისი სიტყვა, ბიბლია, ჭეშმარიტების წიგნია (იოანე 17:17). გულწრფელი ადამიანები ეხმაურებიან ჭეშმარიტებას (შეადარე იოანე 4:23, 24). ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ აღწევენ მილიონობით მკითხველის გულებს, არის ის, რომ ისინი უმწიკვლოებისა და ჭეშმარიტების ჟურნალებია. სინამდვილეში, ბიბლიური ჭეშმარიტებებისადმი ერთგულება იყო „საგუშაგო კოშკის“ გამოცემის მიზეზი.
4 ათას რვას სამოცდათექვსმეტ წელს ჩარლზ ტ. რასელმა თანამშრომლობა დაიწყო ნელსონ ჰ. ბარბერთან, რომელიც როჩესტერიდან (ნიუ-იორკი) იყო. რასელმა ფულადი სახსრები შესთავაზა ბარბერს პერიოდული რელიგიური ჟურნალის „დილის მაცნეს“ (Herald of the Morning) გამოცემის განახლებისთვის, რომლის მთავარი რედაქტორი იყო ბარბერი, ხოლო მოადგილე — რასელი. მაგრამ წელიწადნახევრის შემდეგ „მაცნეს“ 1878 წლის აგვისტოს გამოცემაში, ბარბერმა დაწერა სტატია, რომელშიც უარყო ქრისტეს სიკვდილის გამომსყიდველური მნიშვნელობა. რასელმა, რომელიც ბარბერზე თითქმის 30 წლით უმცროსი იყო, მომდევნო გამოცემაში უპასუხა სტატიით, რომელშიც მხარს უჭერდა გამოსყიდვის შესახებ სწავლებას და მას უწოდა „ღმერთის სიტყვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწავლება“ (მათე 20:28). საღვთო წერილის საფუძველზე ბარბერთან არაერთი დაძაბული მსჯელობის შემდეგ, რასელმა საბოლოოდ გაწყვიტა „მაცნესთან“ ყოველგვარი კავშირი. 1879 წლის ივნისიდან დაწყებული ამ ჟურნალში რასელის სახელი, როგორც რედაქტორის მოადგილის, არ მოიხსენიებოდა. ერთი თვის შემდეგ 27 წლის რასელმა დაიწყო „სიონის საგუშაგო კოშკი და ქრისტეს თანდასწრების მაცნეს“ გამოცემა (რომელიც დღეს ცნობილია „საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს“ სახელწოდებით), რომელიც თავიდანვე იცავდა ბიბლიურ ჭეშმარიტებას, ისეთს როგორიცაა, მაგალითად, გამოსყიდვა.
5 „საგუშაგო კოშკის“ გამოცემიდან 114 წლის გასვლის შემდეგ, ამ ჟურნალმა დახელოვნებული ადვოკატის მსგავსად, ბიბლიური ჭეშმარიტებებისა და სწავლებების დამცველად წარმოგვიდგინა საკუთარი თავი. თანდათანობით ჟურნალმა მილიონობით მადლიერი მკითხველის ნდობა მოიპოვა. ის დღესაც მთელი ძალით უჭერს მხარს სწავლებას გამოსყიდვის შესახებ (მაგალითისთვის, იხილე 1991 წლის 15 თებერვლის გამოცემა [ინგლ.] ). ის აგრძელებს ‘ერთგული და გონიერი მონის’ და მისი ხელმძღვანელი კორპორაციის ძირითად ინსტრუმენტად ყოფნას, რათა გამოაცხადოს იეჰოვას დამყარებული სამეფოს შესახებ და „დროულად“ გაანაწილოს სულიერი საზრდო (მათე 24:14, 45).
6 რა შეიძლება ითქვას ჟურნალზე „გამოიღვიძეთ!“? ისიც თავიდანვე ჭეშმარიტების დამცველი იყო. თავდაპირველად მას „ოქროს ხანა“ ეწოდებოდა და ფართო გავრცელებისთვის იყო განკუთვნილი. პირველ გამოცემაში, რომელიც დათარიღებული იყო 1919 წლის 1 ოქტომბრით, ამ ჟურნალის დანიშნულების შესახებ ნათქვამი იყო: „მისი მიზანია ღვთიური სიბრძნის შუქზე განმარტოს დღევანდელი დიდი მოვლენების მნიშვნელობა და მოაზროვნე პიროვნებებს უდავო და დამაჯერებელი ფაქტებით დაანახოს, რომ კაცობრიობისთვის დიდი კურთხევების დრო კარზეა მომდგარი“. მოაზროვნე ადამიანები გამოეხმაურნენ „ოქროს ხანის“ ცნობას. რამდენიმე წლის განმავლობაში მისი ტირაჟი აღემატებოდა „საგუშაგო კოშკის“ ტირაჟსb.
7 მაგრამ ჟურნალების „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ მიმზიდველობა არ აიხსნება მხოლოდ იმით, რომ მათში გამოქვეყნებულია ჭემარიტება რელიგიური მოძღვრების შესახებ და იხსნება მსოფლიო მოვლენების შესახებ წინასწარმეტყველების მნიშვნელობა. განსაკუთრებით უკანასკნელი ათი-ოცი წლის განმავლობაში, ჩვენმა ჟურნალებმა ადამიანთა გულები დაიპყრეს სხვა მიზეზის გამოც.
დროული სტატიები, რომლებმაც იმოქმედა ადამიანთა ცხოვრებაზე
8 იესოს აღდგენიდან თითქმის 30 წლის შემდეგ იუდა, რომელმაც დაწერა ბიბლიის ერთ-ერთი წიგნი, მძიმე მდგომარეობის პირისპირ აღმოჩნდა. ქრისტიანობაში შემოიპარნენ ამორალური, ცხოველური თვისების მქონე ადამიანები. იუდას უნდოდა თანაქრისტიანებისთვის მიეწერა მოძღვრების საკითხზე — ხსნაზე, რაზეც იმედოვნებდნენ ცხებული ქრისტიანები. ამის ნაცვლად, სულიწმიდით ამოქმედებულმა, საჭიროდ ჩათვალა თავისი მკითხველებისთვის მოეწოდებინა, წინააღდგომოდნენ კრების შიგნით არსებულ გამხრწნელ გავლენას (იუდა 3, 4, 19–23). იუდამ მხედველობაში მიიღო შექმნილი მდგომარეობა და შესთავაზა დროული მითითებები, რომლებიც მისი ქრისტიანი ძმების მოთხოვნილებებს შეესაბამებოდა.
9 მსგავსად ამისა, ჩვენი ჟურნალებისთვის დროული სტატიების მომზადება დიდი პასუხისმგელობაა. იცვლება დრო, იცვლებიან ადამიანები — მათი მოთხოვნილებები და ინტერესები უკვე არ არის ის, რაც იყო ათი ან ოცი წლის წინ. ახლახან ერთმა მიმომსვლელმა ზედამხედველმა აღნიშნა: „1950-იან წლებში, როცა მე მოწმე გავხდი, ხალხთან ბიბლიის შესწავლის დროს, ძირითადად ვეხებოდით სწავლებებს — სამება, ჯოჯოხეთის ცეცხლი, სული და სხვა. მაგრამ ახლა, როგორც ვხედავთ, ადამიანების წინაშე იმდენი პრობლემები და ცხოვრების სიძნელეებია, რომ ჩვენ მათ უნდა ვასწავლოთ, თუ როგორ იცხოვრონ“. რატომ არის ეს ასე?
10 ‘უკანასკნელი დღეების’ შესახებ ბიბლიამ იწინასწარმეტყველა: „ბოროტი ადამიანები და ცრუმარქვიები კი წინ წაიწევენ უარესისაკენ, სხვებსაც აცდენენ და თავადაც ცდუნებაში იქნებიან“ (2 ტიმოთე 3:1, 13). ამიტომ არ უნდა გაგვაოცოს, რომ 1914 წლიდან, საიდანაც დაიწყო უკანასკნელი დრო, კაცობრიობის მოქმედება თანდათანობით გადაგვარდა. სატანა, ისე როგორც არასდროს, აფრქვევს თავის მძვინვარებას ადამიანთა საზოგადოებაზე, ვინაიდან მისთვის დარჩენილი დრო ახლა უფრო მოკლეა, ვიდრე ოდესმე (გამოცხადება 12:9, 12). ამის შედეგად, ზნეობრივი და ოჯახური ღირსებები მკვეთრად განსხვავდება იმისგან, რაც იყო 30 ან 40 წლის წინ. საერთოდ, ხალხი, წინა ათწლეულებთან შედარებით, დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს რელიგიას. ბოროტმოქმედება ისე მძაფრად არის გაზრდილი, რომ ადამიანები ღებულობენ სიფრთხილის ისეთ ღონისძიებებს, რომელთა შესახებ არც კი სმენიათ სულ რაღაც 20 ან 30 წლის წინ (მათე 24:12).
11 გასაკვირი არ არის, რომ მრავალი ადამიანის ყურადღებას იპყრობს ემოციური, სოციალური და ოჯახური პრობლემები. ერთგული და გონიერი მონის კლასი გაბედულად ეხმაურება ამ საკითხებზე და ჟურნალებში „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ! “ აქვეყნებს დროულ სტატიებს, რომლებიც ყურადღებას ამახვილებენ ადამიანთა ნამდვილ მოთხოვნილებებზე და ჭეშმარიტად მოქმედებენ მათ ცხოვრებაზე. განვიხილოთ ზოგიერთი მაგალითი.
12 ოჯახური პრობლემები. როცა მსოფლიო მოვლენები აჩვენებდნენ მარტოხელა მშობლების მზარდ რიცხვს, 1980 წლის 15 სექტემბრის „საგუშაგო კოშკში“ (ინგლ.) გამოჩნდა სტატიების ახალი სერიალი თემაზე „მარტოხელა მშობელი — პრობლემებთან გამკლავება“. სტატიებს ჰქონდა ორმაგი დანიშნულება: 1) პრობლემების პირისპირ ყოფნისას დახმარებოდნენ მარტოხელა მშობლებს მათ გამკლავებაში და 2) დახმარებოდნენ სხვებს ყოფილიყვნენ უფრო უკეთესად ინფორმირებული, რათა მათ შეძლებოდათ გამოევლინათ ‘გულშემატკივრობა’ და გულწრფელად ‘მიეხედათ’ მარტოხელა მშობლებისთვის (1 პეტრე 3:8; იაკობი 1:27). მრავალმა მკითხველმა გამოხატა მადლიერება ამ სტატიებისთვის. „როცა დავინახე სათაური, ცრემლებით ამევსო თვალები, — წერდა ერთი მარტოხელა მშობელი, — და როცა გადავშალე ჟურნალი და წავიკითხე ეს სტატია, გული იეჰოვასადმი მადლიერებით ამევსო, ასეთი დროული ინფორმაციით უზრუნველყოფისთვის“.
13 ემოციური პრობლემები. დეპრესიის თემაზე „საგუშაგო კოშკსა“ და „გამოიღვიძეთ!“-ში საუბარია 1960-იანი წლებიდან (1 თესალონიკელთა 5:14). მაგრამ 1981 წლის 8 სექტემბრის ჟურნალის „გამოიღვიძეთ! “ (ინგლ.) სტატიების სერიალში „შენ შეგიძლია გაუმკლავდე დეპრესიას! “ ეს საკითხი ახალი, პოზიტიური კუთხით იყო განხილული. მადლიერების წერილების ნაკადი მოვიდა მსოფლიოს ყველა კუთხიდან საგუშაგო კოშკის საზოგადოებაში. „როგორ შემიძლია ფურცელზე გადმოვცე ის გრძნობები, რომლებიც ჩემს გულს ავსებს? — წერდა ერთი და. — მე ვარ 24 წლის და უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში მრავალჯერ ვიყავი დეპრესიაში. მაგრამ ახლა იეჰოვასთან უფრო ახლო ურთიერთობას ვგრძნობ და მადლიერი ვარ, რომ ის ამ სტატიებში სიყვარულით ეხმაურება დეპრესიაში მყოფთა მოთხოვნილებებს და მე მსურს ამის შესახებ გითხრათ თქვენ“.
14 სოციალური პრობლემები. ბიბლიამ იწინასწარმეტყველა, რომ „უკანასკნელ დღეებში“ იქნებოდნენ „თავმოყვარენი. . . მოძულენი. . . შეუკავებელნი. . . სასტიკნი, კეთილის მოძულენი“ (2 ტიმოთე 3:1–3). მაშასადამე, არ უნდა გაგვაკვირვოს დღეს ფართოდ გავრცელებულმა ბავშვებისადმი ცუდად მოპყრობამ. ეს თემა დაუფარავად ირჩეოდა 1983 წლის 1 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკის“ (ინგლ.) ერთ-ერთ სტატიაში „დახმარება სისხლის აღრევის მსხვერპლთათვის“. რვა წლის შემდეგ, 1991 წლის 8 ოქტომბრის „გამოიღვიძეთ! “-ში (ინგლ.) ყურადღებით იყო მომზადებული სტატიების სერიალი „ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა ჭრილობების წამლობა“, რომლის მიზანი იყო დაზარალებულთა მიმართ თანაგრძნობის გამოხატვა და იმედის მიცემა, ასევე მათი მდგომარეობის სხვებისთვის დანახვება, რათა შეძლებოდათ მათთვის თანაგრძნობით დახმარება. სტატიების ამ სერიალმა ჩვენი ჟურნალების არსებობის მთელი ისტორიის განმავლობაში უდიდესი გამოხმაურება გამოიწვია მკითხველებში. ერთ-ერთი მკითხველი წერდა: „ჩემი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე უდიდესი ზემოქმედება იქონია ამ სტატიაში მოცემულმა მანუგეშებელმა აზრებმა და მითითებულმა ბიბლიურმა მუხლებმა. მე უდიდესი შემსუბუქება ვიგრძენი, როცა გავიგე, რომ იეჰოვას თვალსაზრისი ჩემს შესახებ არ შეცვლილა. იმის ცოდნა, რომ მე მარტო არ ვიყავი, ერთგვარად მანუგეშებელი იყო“.
15 ერთმა ჟოკეიმ მელბურნიდან (ავსტრალია) დარეკა საგუშაგო კოშკის საზოგადოების სიდნეის ოფისში და თავისი აღშფოთება გამოხატა დოღზე არსებული მდგომარეობის მიმართ. მან თქვა, რომ ეს წუთია წაიკითხა 8 მარტის „გამოიღვიძეთ!“-ში (ინგლ.) სტატია „გაუპატიურება — კოშმარი ნებისმიერი ქალისთვის“ და ვერ წარმოედგინა, რომ არსებობდა ასეთი ძვირფასი ჟურნალი. ის კითხვებს სვამდა 30 წუთის განმავლობაში და კმაყოფილი იყო გაცემული პასუხებით.
16 რა შეიძლება ითქვას შენს შესახებ? იქონია თუ არა გავლენა შენს ცხოვრებაზე ჟურნალებიდან „საგუშაგო კოშკი“ ან „გამოიღვიძეთ! “ რომელიმე განსაკუთრებულმა სტატიამ? თუ ასეა, ეჭვგარეშეა, შენ გაქვს მადლიერების გრძნობა ჩვენი ჟურნალებისთვის. როგორ შეგიძლია გამოხატო შენი მადლიერება? რასაკვირველია, თითოეული გამოცემის წაკითხვით. შეგიძლია აგრეთვე მონაწილეობა მიიღო ამ პერიოდული ჟურნალების ფართოდ გავრცელებაში. როგორ შეიძლება ამის გაკეთება?
გაავრცელე ისინი
17 უპირველესად, თითოეულ კრებას შეუძლია ამ მიმართებით რაღაცის გაკეთება. „ინფორმატორის“ (ახლა „ჩვენი სამეფო მსახურება“ ) 1952 წლის გამოცემაში (ინგლ.) ნათქვამია: «უდიდესი ეფექტი აქვს ჟურნალების გავრცელებას კარდაკარ და მაღაზიებში. ამიტომ, საზოგადოება იძლევა რეკომენდაციას, რომ ჟურნალების გავრცელების ეს მეთოდი იყოს „ჟურნალების დღის“ მუდმივი ნაწილი». ეს რჩევა დღემდე ძალაში რჩება. კრებებს შეუძლიათ დაგეგმონ „ჟურნალების დღე“, დღე, რომელიც განკუთვნილი იქნება ძირითადად ჟურნალებით დამოწმებისთვის. მრავალი კრებისთვის უეჭველად კარგი იქნებოდა შაბათის გამოყოფა. დიახ, მოდი, ყველა კრებამ დანიშნოს სპეციალური დღე ან საღამო კარდაკარ, მაღაზიებში, ქუჩებში, სამუშაოზე ჟურნალებით დამოწმებისთვის და გარკვეული მარშრუტით ჟურნალების გავრცელებისთვის. კიდევ რა შეგიძლია გააკეთო, როგორც სამეფოს მქადაგებელმა, ჟურნალების გავრცელების გასაფართოებლად?
18 გახადე „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ ინტერესის აღმძვრელი — ეს არის პირველი ნაბიჯი. წინასწარ წაიკითხე ჟურნალი. თითოეული სტატიის კითხვისას საკუთარ თავს დაუსვი კითხვა: „ვის დააინტერესებს ეს სტატია?“ იფიქრე, თუ როგორ შეგიძლია რამდენიმე სიტყვით აღძრა ამ სტატიისადმი ინტერესი. რეგულარულად „ჟურნალების დღეში“ მონაწილეობის გარდა, რატომ არ უნდა გეტარებინა თან სხვადასხვა ჟურნალები, რათა ნებისმიერი ხელსაყრელი შემთხვევა გამოგეყენებინა მისი სხვებისთვის მისაცემად, მაგალითად, მგზავრობისას, საყიდლებზე სიარულისას ან საუბრისას თანამშრომლებთან, მეზობლებთან, თანაკლასელებთან და მასწავლებლებთან?
19 მარტივი შეთავაზება არის მეორე რჩევა. 1956 წლის 1 დეკემბრის „საგუშაგო კოშკი“ (ინგლ.) იუწყებოდა: «მოკლე, კონკრეტული შთავაზება საუკეთესო საშუალებაა ჟურნალების გასავრცელებლად. მიზანი არის ბევრი ეგზემპლარის გავრცელება. შემდეგ ისინი თვითონ „ილაპარაკებენ“ საკუთარ თავზე». ზოგიერთმა მაუწყებელმა შენიშნა, რომ ეფექტურია ამოარჩიო გარკვეული აზრი სტატიიდან, ჩამოაყალიბო ის რამდენიმე სიტყვით და შემდეგ წარადგინო ჟურნალი. როცა ჟურნალი მოხვდება სახლში, მას შეეძლება იმ პიროვნების გარდა, ვინც შენგან მიიღო ის, სხვებსაც „ელაპარაკოს“. ირლანდიაში უნივერსიტეტის ერთმა ახალგაზრდა სტუდენტმა წაიკითხა 1991 წლის 1 სექტემბრის „საგუშაგო კოშკი“ (ინგლ.), რომელიც მამამისმა იეჰოვას მოწმისგან მიიღო. სტატიებმა კომუნიკაციის შესახებ და სხვა თემებმა მას ინტერესი გაუღვივა. როგორც კი წაიკითხა ჟურნალი, იპოვა ტელეფონების წიგნში იეჰოვას მოწმეთა ნომერი და დაურეკა. დაიწყო ბიბლიის შესწავლა და 1993 წლის ივლისში ახალგაზრდა ქალი მოინათლა საოლქო კონგრესზე „ღვთიური სწავლება“. ამიტომ, მოდი, ვიზრუნოთ, რომ ჟურნალები მოხვდნენ ოჯახებში, სადაც მათ შეეძლებათ „ელაპარაკონ“ ადამიანებს! მიმომსვლელმა ზედამხედველმა შემოგვთავაზა შემდეგი უბრალო რჩევა: „ამოიღე ჟურნალები ჩანთიდან“. მართლაც, თუ თანამოსაუბრეში შენმა ლაპარაკმა ვერ აღძრა ინტერესი, მაშინ შესაძლოა, ყდაზე მიმზიდველმა ილუსტრაციამ აღძრას ის, აიღოს ჟურნალი.
20 მესამე რჩევაა, იყო მოქნილი (შეადარე 1 კორინთელთა 9:19–23). მოამზადე რამდენიმე მოკლე შეთავაზება. გონებაში გქონდეს გარკვეული სტატია, რომელსაც შესთავაზებდი მამაკაცს, სხვა — რომელსაც შესთავაზებდი ქალს. ახალგაზრდებს შეგიძლია შესთავაზო სტატია სერიალიდან „ახალგაზრდები იძლევიან შეკითხვებს. . .“ იყავი მოქნილი, როცა მონაწილეობ ჟურნალების გავრცელებაში. „ჟურნალების დღის“ გარდა, შეგიძლია შენიშნო, რომ საღამოს დამოწმება შესანიშნავ შესაძლებლობას იძლევა ჟურნალების კარდაკარ გასავრცელებლად.
21 მეოთხე რჩევაა, დაისახო მიზანი. 1984 წლის მარტის „ჩვენი სამეფო მსახურების“ (ინგლ.) ჩანართში „ჟურნალები მიუთითებენ გზას სიცოცხლისკენ“ ნათქვამი იყო: „როგორც რჩევა — მქადაგებლებს შეიძლება ჰქონდეთ მიზანი, თავიანთი მდგომარეობის გათვალისწინებით, გაავრცელონ თვეში, მაგალითად, 10 ჟურნალი; პიონერებმა სცადონ 90-მდე ჟურნალის გავრცელება. რა თქმა უნდა, ზოგიერთ მქადაგებელს შეუძლია თვეში მეტი ჟურნალის გავრცელება და ამიტომ უნდა დაისახოს უფრო დიდი მიზანი. მაგრამ ცუდი ჯანმრთელობის, ტერიტორიის ხასიათის ან სხვა მიზეზის გამო მიზანი შეიძლება არც ისე დიდი იყოს. მიუხედავად ამისა, მათი მსახურება იეჰოვასთვის კვლავაც ძვირფასია (მათე 13:23; ლუკა 21:3, 4). მნიშვნელოვანია გვქონდეს პირადი მიზანი“.
22 როგორ ვუმადლით იეჰოვას, ‘ჭეშმარიტ ღმერთს’, რომ გამოიყენა ერთგული და გონიერი მონა და მისი ხელმძღვანელი კორპორაცია ამ დროული ჟურნალებით ჩვენი უზრუნველყოფისთვის! (ფსალმუნი 30:6). რამდენ ხანსაც იეჰოვა ინებებს, ეს ჟურნალები მტკიცედ გააგრძელებენ ადამიანთა ნამდვილი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. ისინი კვლავ მიჰყვებიან იეჰოვას მაღალი ზნეობრივი ნორმების დაცვას. ისინი არ შეწყვეტენ სწორი სწავლებების ხელშეწყობას. ისინი გამუდმებით გააგრძელებენ ყურადღების მიპყრობას იმ წინასწარმეტყველებების შესრულებაზე, რომლებიც ჩვენს დღეებს აღნიშნავს როგორც დროს, როცა ღმერთის სამეფო მმართველობს და როცა ღმერთის ნება სრულდება, როგორც არასდროს უწინ, დედამიწაზე ჭეშმარიტი თაყვანისმცემლების მზარდი რიცხვის შეკრებით (მათე 6:10; გამოცხადება 11:15). რა ძვირფასი განძი გვაქვს ჟურნალებში „გამოიღვიძეთ! “ და „საგუშაგო კოშკი“ ! მოდი, მივიღოთ გადაწყვეტილება, გამოვიყენოთ ყოველგვარი შესაძლებლობა, რათა გულით თავმდაბალ ადამიანებს შევთავაზოთ ეს შესანიშნავი ჟურნალები, რომლებიც გავლენას ახდენენ ადამიანთა ცხოვრებაზე და იცავენ ღმერთის სამეფოს ჭეშმარიტებებს.
[სქოლიოები]
a ათას ცხრას ოთხმოცდათორმეტი წლის 15 ივლისი, გვერდები 19–22 (ინგლ.).
b მრავალი წლის განმავლობაში „საგუშაგო კოშკი“ ითვლებოდა მხოლოდ ცხებული ქრიტიანებისთვის განკუთვნილ ჟურნალად. მაგრამ 1935 წლიდან მოყოლებული დაიწყეს დედამიწაზე მარადიული ცხოვრების იმედით აღვსილი ‘უამრავი ხალხის’ წახალისება, შეეძინათ და ეკითხათ „საგუშაგო კოშკი“ (გამოცხადება 7:9). რამდენიმე წლის შემდეგ, 1940 წელს, დაიწყეს ჟურნალ „საგუშაგო კოშკის“ რეგულარულად შეთავაზება ქუჩაში. მას შემდეგ ტირაჟი სწრაფად გაიზარდა.
როგორ უპახებდი?
◻ რა გვიჩვენებს, რომ „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ არის ჭეშმარიტების ჟურნალები?
◻ როგორ გავლენას ახდენს „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ ადამიანთა ცხოვრებაზე?
◻ რის გაკეთება შეუძლიათ კრებებს ჟურნალების გავრცელების გასაფართოებლად?
◻ რომელი რჩევები დაგეხმარება უფრო მეტი ჟურნალების გავრცელებაში?
[სასწავლო კითხვები]
1, 2. ა) რას გრძნობდა ერთი და „საგუშაგო კოშკში“ დაწერილის შესახებ? ბ) რა კითხვები წამოიჭრება ჟურნალებთან დაკავშირებით?
3. რომელი კარგი მიზეზის გამოა, რომ „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ გულგრილად არ ტოვებს მრავალ მკითხველს?
4, 5. ა) რა მდგომარეობებმა მიიყვანა ჩ. ტ. რასელი „საგუშაგო კოშკის“ გამოქვეყნებამდე? ბ) როგორ იყენებს „ერთგული და გონიერი მონა“ „საგუშაგო კოშკს“?
6, 7. რა იყო „ოქროს ხანის“ ძირითადი დანიშნულება და რა ცხადყოფს, რომ მოაზროვნე ადამიანები გამოეხმაურნენ ამ ცნობას?
8. რის მიწერა ჩათვალა საჭიროდ იუდამ და კრების შიგნით არსებული რა გავლენის წინააღმდეგ მოუწოდებდა ის თავის მკითხველებს?
9. რის გათვალისწინება ხდება ჩვენი ჟურნალებისთვის დროული სტატიების მომზადებისას?
10. რატომ არ უნდა გაგვაოცოს, რომ 1914 წლიდან კაცობრიობის მოქმედება შეუწყვეტლივ დეგრადაციას განიცდის?
11. ა) რა პრობლემები აწუხებს მრავალ ადამიანს და როგორ ეხმაურება ერთგული და გონიერი მონა ამ მოთხოვნილებებს? ბ) მოიყვანე იმის მაგალითი, თუ რა გავლენა იქონია შენს ცხოვრებაზე სტატიამ ჟურნალებიდან „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“.
12. ა) რატომ მომზადდა 1980 წლის „საგუშაგო კოშკისთვის“ სტატია მარტოხელა მშობლების შესახებ? ბ) როგორ გამოხატა მადლიერება ერთმა დამ მარტოხელა მშობლებზე სტატიისთვის?
13. რამდენად ღრმად იყო განხილული დეპრესიის საკითხი 1981 წლის ჟურნალში „გამოიღვიძეთ!“ და რა თქვა ერთმა მკითხველმა ამის შესახებ?
14, 15. ა) როგორ იყო ბავშვებისადმი ცუდად მოპყრობის თემა გაშუქებული ჩვენს ჟურნალებში? ბ) ჟურნალის რომელმა სტატიებმა იქონია გავლენა ავსტრალიელ ჟოკეიზე?
16. როგორ შეგიძლია გამოხატო მადლიერება ჩვენი ჟურნალების გამო?
17. რის გაკეთება შეუძლიათ კრებებს ჟურნალების გავრცელების გასაფართოებლად?
18, 19. ა) როგორ შეიძლება ჟურნალებისადმი „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ ინტერესის აღძვრამ ხელი შეუწყოს ჟურნალების გავრცელებას? ბ) რა უპირატესობა აქვს მოკლე და კონკრეტულ შესავალს ჟურნალების შეთავაზებისას? გ) რა ცხადყოფს ოჯახებში მოხვედრილი ჟურნალების ფასს?
20, 21. ა) როგორ შეგიძლია იყო მოქნილი ჟურნალების გავრცელებისას? ბ) რის გაკეთება შეგიძლია ყოველთვიურად უფრო მეტი ჟურნალების გასავრცელებლად?
22. როგორ შეგვიძლია გამოვავლინოთ იეჰოვასადმი მადლიერება ჭეშმარიტების დროული ჟურნალებისთვის?