„განვადიდოთ მისი სახელი ერთობლივად“
1. იეჰოვას სახელის ერთად განდიდების რა შესაძლებლობა გველოდება და რა უნდა გავაკეთოთ ახლავე?
1 „ადიდეთ უფალი ჩემთან ერთად და განვადიდოთ მისი სახელი ერთობლივად“, — მღეროდა ფსალმუნმომღერალი (ფსალმ. 33:4). მოახლოებული საოლქო კონგრესი, სახელწოდებით „იარეთ ღმერთთან ერთად“, გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ განვადიდოთ იეჰოვას სახელი ჩვენს და-ძმებთან ერთად, რომლებიც სხვადასხვა კრებაში მსახურობენ. უკვე დაგეგმე, როგორ იმგზავრებ ან სად იცხოვრებ? უკვე დაეთხოვე სამსახურიდან? ჩვენი მხრიდან გონივრული იქნება, თუ წინასწარ მოვაგვარებთ ამ საკითხებს (იგავ. 21:5).
2. რატომ არის კარგი, რომ დავგეგმოთ კონგრესზე მისვლა ადრე?
2 კონგრესზე. როდესაც კონგრესს ვესწრებით, ბევრ რამეზე გვიწევს ზრუნვა. სახლიდან ადრე გასვლა დაგეხმარება, თავი გაართვა გაუთვალისწინებელ შემთხვევებს და შესაძლებლობას მოგცემს, დროულად იპოვო დასაჯდომი ადგილი, რათა მთელი გულით შეუერთდე შესავალ სიმღერასა და ლოცვას (ფსალმ. 68:31). პროგრამის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, მუსიკალური შესავლის დროს თავმჯდომარე უკვე სცენაზე ზის. ამ დროს თითოეულმა ჩვენგანმაც უნდა დავიკავოთ ადგილები, რომ პროგრამა შესაფერისად დაიწყოს (1 კორ. 14:33, 40).
3. როგორ ვავლენთ სხვების მიმართ ყურადღებას, როდესაც ადგილებს ვიკავებთ?
3 ღვთის სიტყვა გვირჩევს: „ყოველი თქვენი საქმე აღსრულდეს სიყვარულით“ (1 კორ. 16:14, სსგ). როდესაც კონგრესზე შესასვლელი კარები გაიღება 8.00-ზე, სხვებზე ფიქრი დაგვეხმარება, თავი შევიკავოთ გარბენისგან, ადგილის აჩქარებით ძებნისგან, მიწოლისგან, ხელის კვრისგან და საერთოდ იმის მცდელობისგან, რომ სხვებს დავასწროთ უკეთესი ადგილების დაკავება. ადგილები შეიძლება დაუკავო მხოლოდ მათ, ვისთან ერთადაც მგზავრობ ან ცხოვრობ (1 კორ. 13:5; ფილ. 2:4).
4. როგორ უნდა გამოვიყენოთ შესვენება და რატომ არის ეს სასარგებლო?
4 გთხოვთ, თან მოიტანოთ სადილი, რათა შესვენებაზე არ მოგიწიოთ საკვების საყიდლად კონგრესის ჩატარების ადგილის დატოვება ან სადმე სხვაგან სასადილოდ წასვლა. ეს ხელს შეუწყობს სასიამოვნო ურთიერთობას და შესაძლებლობას მოგცემთ, თავიდანვე დაესწროთ სადილის შემდგომ პროგრამას. გთხოვთ, კონგრესზე არ წამოიღოთ დიდი ჩანთები ან საჭმლის ჩასადებად განკუთვნილი სხვა ნივთები, რომლებიც ვერ მოთავსდება დასაჯდომი ადგილის ქვეშ. აგრეთვე, არ შეიძლება კონგრესებზე მინის ჭურჭლისა და ალკოჰოლური სასმელების მოტანა.
5. როგორ შეგვიძლია გულის მომზადება იმ დარიგებებისთვის, რომელთაც მივიღებთ?
5 გველოდება სულიერი ნადიმი. მეფე იოშაფატი ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც ‘გული მოამზადა ღვთის საძიებლად’ (2 ნეშტ. 19:3). როგორ შეგვიძლია გულის მომზადება კონგრესის დაწყებამდე? 8 ივნისის „გამოიღვიძეთ!“-ის ბოლო გვერდზე მოცემული სტატია მოკლედ ეხება სულიერ ნადიმს, რომელიც კონგრესზე გველოდება. კარგი იქნება, გამოყო დრო ამ სტატიაზე ფიქრისთვის, რათა განეწყო იმ სულიერი ნადიმისთვის, რომელიც იეჰოვამ მოგვიმზადა. გულის მომზადებაში ისიც შედის, რომ სთხოვო იეჰოვას, ჩასწვდე და გამოიყენო მითითებები, რომლებსაც მივიღებთ (ფსალმ. 24:4, 5).
6. რა არის ჩვენი სურვილი და რატომ?
6 ჩვენ ყველა ვილტვით ღვთის სიტყვისკენ, რადგან გვესმის, რომ გადარჩენის მიღწევას მისი მეშვეობით შევძლებთ (1 პეტ. 2:2). ამრიგად, დავესწროთ საოლქო კონგრესს სახელწოდებით „იარეთ ღმერთთან ერთად“ და „განვადიდოთ ღვთის სახელი ერთობლივად“ (ფსალმ. 33:4).
[ჩარჩო 3 გვერდზე]
ღვთის სახელის განსადიდებელი საშუალებები
◼ წინასწარ დაგეგმე
◼ გამოავლინე სხვების მიმართ სიყვარული
◼ მოამზადე გული