საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 10/99 გვ. 8
  • რას ეტყვი ებრაელს?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • რას ეტყვი ებრაელს?
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 1999
  • მსგავსი მასალა
  • იყენებ ამ ბროშურებს?
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2012
  • როგორ გამოვიყენოთ ბროშურა „სასიხარულო ცნობა ღვთისგან“?
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2013
  • მიბაძე იეჰოვას სხვებზე წრფელად ზრუნვაში
    ჩვენი სამეფო მსახურება — 1996
  • სწავლება ბროშურით „სასიხარულო ცნობა“
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2015
იხილეთ მეტი
ჩვენი სამეფო მსახურება — 1999
km 10/99 გვ. 8

რას ეტყვი ებრაელს?

1 პირველ საუკუნეში „ისრაელის ძეთაგან“ ბევრი მადლიერებით გამოეხმაურა იესოსა და მისი მოციქულების ქადაგებას (საქ. 10:36, „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990). როგორც მაშინ, ისე დღეს ბევრი გულწრფელი ებრაელი სულითა და გულით იღებს ჭეშმარიტებას — არა მხოლოდ ისრაელში, არამედ საქართველოში, რუსეთში, შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებშიც. გინდა, უფრო წარმატებული იყო ებრაელ ხალხთან ქადაგებისას? შემდეგი რჩევები დაგეხმარება, ტაქტიანად უქადაგო როგორც მორწმუნე, ისე რელიგიით არადაინტერესებულ ებრაელებს.

2 ქადაგება მორწმუნე ებრაელებთან. საჭიროა ვიცოდეთ, რომ მორწმუნე ებრაელებს ხშირად რაბინების ტრადიციების დაცვა უფრო აინტერესებთ, ვიდრე გარკვეული მოძღვრება. ჩვეულებრივ, ისინი წეს-ჩვეულებებს საღვთო წერილთან აიგივებენ. აქედან გამომდინარე, მათ მაინცადამაინც არ აინტერესებთ ბიბლიური საკითხების ძირფესვიანი განხილვა. ამავე დროს, ბიბლიას ქრისტიანულ წიგნად თვლიან. ამიტომ, ჩვეულებრივ, უმჯობესია, ბიბლიაზე საუბრისას გამოვიყენოთ გამოთქმები: „ებრაული წერილები“, „თორა“ ან „საღვთო წერილი“. სპეციალურად ებრაელი მოსახლეობისთვის მომზადებული შესანიშნავი პუბლიკაციაა ბროშურა „იქნება ოდესმე ქვეყნიერება ომის გარეშე?“ (რუს.).

3 რა თემებით შეიძლება დაინტერესდნენ მორწმუნე ებრაელები? მათ სწამთ, რომ არსებობს ერთადერთი ღმერთი, რომელიც ძალიან დაინტერესებულია ადამიანის კეთილდღეობით. აგრეთვე სწამთ, რომ ღმერთი ერევა ადამიანების საქმეებში. საერთო ენის გამოსანახავად შეგიძლია ეს აზრები გამოიყენო. გარდა ამისა, მრავალმა ებრაელმა კარგად იცის, რა ტანჯვა გადაიტანა მათმა ხალხმა მეორე მსოფლიო ომის დროს. მათ აინტერესებთ, რატომ დაუშვა ღმერთმა ასეთი უსამართლობა და როდის მოეღება ბოლო ბოროტებას. ჩვენ კარგად ვართ მომზადებული ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად; მაგალითად, შეგვიძლია მოვიხსენიოთ, რა გადაიტანეს ჩვენმა ძმებმა იმდროინდელი ხოცვა-ჟლეტის დროს.

4 რასაკვირველია, თუ გვინდა, რომ მობინადრემ ზურგი არ მოგვაქციოს, უმჯობესია, საუბრისას მეტისმეტად მალე არ წამოვჭრათ მესიის ვინაობის საკითხი. ნაცვლად ამისა, შეგიძლია ესაუბრო, რა როლი შეასრულა მოსემ ისრაელის ისტორიაში, და ჰკითხო მობინადრეს, სწამს თუ არა, რომ მოსეს სწავლება დღესაც აქტუალურია. როცა ხედავ, რომ მართებულია მესიის ვინაობაზე საუბარი, შეგიძლია ჯერ წაუკითხო მეორე რჯულის 18:15, სადაც ნათქვამია: „წინასწარმეტყველს, როგორც მე ვარ, შენი წიაღიდან, შენი მოძმეებიდან, დაგიდგენს უფალი, შენი ღმერთი. მას უსმინე“. ჰკითხე მობინადრეს, ვის გულისხმობდა მოსე თავის მსგავს წინასწარმეტყველში. შემდეგ განიხილე რამდენიმე აზრი ბროშურიდან „ქვეყნიერება ომის გარეშე“, გვერდი 14, აბზაცები 17 და 18.

5 რელიგიით არადაინტერესებული ებრაელები სხვაგვარად უყურებენ საკითხებს. იუდაიზმის მოძღვრება ყველა ებრაელისთვის როდია მისაღები. ბევრი მათგანი თავს რელიგიით არადაინტერესებულად თვლის. მათ ის უფრო აინტერესებთ, რომ მხარი დაუჭირონ ებრაელთა განსაკუთრებულ წარმომავლობას მის კულტურასთან, ადათ-წესებთან და განათლებასთან ერთად, ვიდრე ის, რომ ებრაულ რელიგიას მიჰყვნენ. ზოგი ურწმუნო ებრაელი აგნოსტიკოსია, მცირე რაოდენობა — ათეისტიც კი. თავდაპირველად ბევრს ვერაფერს მიაღწევ ებრაული წერილების ხშირად ციტირებით. უმჯობესი იქნებოდა, საუბარი ისე დაგეწყო, როგორც ამას ურწმუნოსთან გააკეთებდი. მაგალითად, შეგიძლია აუხსნა, რომ ბიბლია ჩვენს დროშიც პრაქტიკულია. თუ მობინადრეს არ სწამს, რომ ბიბლია შთაგონებით დაიწერა, შეიძლება დაგეხმაროს რამდენიმე აზრი ბროშურიდან „ქვეყნიერება ომის გარეშე“, განსაკუთრებით მე-3 გვერდზე მოცემული ნაწილიდან, სათაურით „ბიბლია — შთაგონებულია თუ არა ღვთის მიერ?“.

6 ქადაგებისას ებრაელს შეგიძლია უთხრა:

◼ „უმეტესობას გამოგვიცდია საყვარელი ადამიანის გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილი. თქვენი აზრით, რა ემართება ადამიანს სიკვდილის დროს?“. ადროვე გიპასუხოს. შემდეგ მობინადრის ყურადღება გადაიტანე ჩარჩოზე, სათაურით „რა არის სიკვდილი და სული?“, ბროშურიდან „ქვეყნიერება ომის გარეშე“, გვერდი 22. ჩარჩოში ერთმანეთთან არის შედარებული, რას ასწავლის ბიბლია სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის შესახებ და რას — რაბინები. შემდეგ 23-ე გვერდზე მოცემული მე-17 აბზაცის გამოყენებით აჩვენე, რომ, საღვთო წერილის თანახმად, მიცვალებულები მკვდრეთით იქნებიან აღდგენილი სამოთხედ ქცეულ დედამიწაზე. შესთავაზე ბროშურა. განმეორებითი მონახულებისთვის შესამზადებლად შეგიძლია მოიხსენიო, რომ მამამთავარ იობს მკვდრეთით აღდგომის იმედი ჰქონდა. წაუკითხე მე-17 აბზაცის ბოლოს მითითებული მუხლები და შესთავაზე, რომ, თუ სურვილი აქვს, კიდევ მიაკითხავ მათს განსახილველად.

7 მათეს, მარკოზის, ლუკას, იოანეს და საქმეების წიგნებში ჩაწერილია იმ ებრაელთა შემთხვევები, რომლებმაც მოისმინეს ჭეშმარიტება და მის თანახმად ცხოვრობდნენ. იეჰოვა ჯერ კიდევ აძლევს ხალხს მარადიული სიცოცხლისკენ მიმავალ გზაზე დადგომის შესაძლებლობას. ბევრ გულწრფელ ებრაელს ჯერ კიდევ შეუძლია გაიგოს იეჰოვა ღმერთის, ჭეშმარიტი ღვთის, შესახებ, რაც მათაც საშუალებას მისცემს, მარადიულად იცხოვრონ ღვთის ახალ ქვეყნიერებაში (მიქ. 4:1—4).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება