იცხოვრე ქრისტიანულ პრინციპებით
უსიტყვოდ მოპოვებულნი სუფთა ქცევითა და ღრმა პატივისცემით
ქრისტიანი ცოლები ხშირად თავიანთი კარგი საქციელით იზიდავენ ქმრებს ჭეშმარიტებისკენ. თუმცა მათ შეიძლება არაერთი წლის მანძილზე მოუწიოთ სირთულეების ატანა (1 პეტ. 2:21—23; 3:1, 2). თუ ოჯახში უსამართლობას იტან, კვლავაც სძლიე ბოროტებას სიკეთით (რომ. 12:21). შენს კარგ საქციელს შეიძლება უფრო დიდი ძალა ჰქონდეს, ვიდრე სიტყვებს.
შეეცადე მეუღლის თვალით შეხედო სიტუაციას (ფილ. 2:3, 4). თანაუგრძნე მას და კეთილსინდისიერად შეასრულე შენი ოჯახური ვალდებულებები. გულისყურით უსმინე (იაკ. 1:19). იყავი მომთმენი და დაარწმუნე შენს სიყვარულში. თუნდაც არ მოგეპყროს კეთილად ან პატივისცემით, გახსოვდეს, რომ იეჰოვა აფასებს შენს ერთგულებას (1 პეტ. 2:19, 20).
უყურე ვიდეორგოლს „იეჰოვა სატარებელს გვატარებინებს“ და უპასუხე ქვემოთ მოყვანილ კითხვებს:
როგორი ცხოვრება ჰქონდა ახალგათხოვილ გრეის ლის?
რამ მიიზიდა ის ჭეშმარიტებისკენ?
როგორ გაუძლო გრეისმა არაერთ წინააღმდეგობას ნათლობის შემდეგ?
რას სთხოვდა გრეისი იეჰოვას თავის მეუღლეზე?
როგორ აკურთხა იეჰოვამ გრეისი სუფთა ქცევისა და ქმრისადმი ღრმა პატივისცემისთვის?
სუფთა საქციელს და ღრმა პატივისცემას დიდი ძალა აქვს!