ვინ დაინტერესდება ამ თემით?
1. რაზე უნდა ვიფიქროთ, როცა ვკითხულობთ „საგუშაგო კოშკსა“ და „გამოიღვიძეთს!“?
1 „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ მზადდება მსოფლიო სამქადაგებლო ტერიტორიის მოთხოვნილებების მიხედვით. ამიტომ მათში საკმაოდ მრავალფეროვანი თემატიკაა. ამა თუ იმ სტატიის კითხვისას კარგი იქნება, თუ დავფიქრდებით, ვისთვის იქნებოდა ეს სტატია საინტერესო და როგორ შეგვეძლო მისი შეთავაზება.
2. რა თემებით შეიძლება დაინტერესდეს ხალხი?
2 ის საკითხი ხომ არ განიხილება მიმდინარე „საგუშაგო კოშკში“, რომელზეც ამას წინათ შენ და შენი თანამშრომელი საუბრობდით? ოჯახზე ხომ არ არის რაიმე თემა, რომელიც დამხმარე აღმოჩნდება შენი ოჯახის წევრებისთვის? ან იქნებ შენი ახლობელი აპირებს იმ ქვეყანაში გამგზავრებას, რომელზეც სულ ახლახან „გამოიღვიძეთში“ იყო საუბარი. ისეთი თემა ხომ არ არის რომელიმე ჟურნალში, რომელსაც შესთავაზებდი ამა თუ იმ სამუშაო ობიექტის ან სახელმწიფო დაწესებულების პერსონალს? მაგალითად, ჟურნალი, რომელშიც საუბარია პრობლემებზე, რომლებსაც ხანდაზმულები ხვდებიან, შესაძლოა განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდეს მოხუცებულთა სახლებში მცხოვრებთათვის. ისეთი სტატიებით კი, რომლებიც სამართალდამცავ ორგანოებს ეხება, შესაძლოა სწორედ ასეთ ორგანოებში მომუშავე პირები დაინტერესდნენ.
3. რა საინტერესო შედეგები შეიძლება მოჰყვეს ჟურნალების ამგვარად გავრცელებას? მოიყვანეთ პირადი მაგალითი.
3 შემთხვევები. სამხრეთ აფრიკაში ერთმა წყვილმა მას შემდეგ, რაც მიიღო ჟურნალის „გამოიღვიძეთ!“ 2011 წლის ოქტომბრის ნომერი სახელწოდებით „როგორ აღვზარდოთ შვილები პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ადამიანებად“, 25 სკოლაში დარეკა და შესთავაზა ეს ჟურნალი. მათ 22 ცალი ჟურნალი აიღეს და მოსწავლეებს დაურიგეს. იმავე ქვეყანაში მცხოვრებმა სხვა წყვილმაც ასე გაავრცელა ჟურნალები სკოლებში. ერთ-ერთ სკოლაში მასწავლებლებმა ისიც კი გადაწყვიტეს, რომ ამ ჟურნალიდან გარკვეული მასალა გაკვეთილებზე განეხილათ. ამ წყვილმა თავიანთი შემთხვევა სარაიონო ზედამხედველს გაუზიარა, რომელმაც შემდგომში თავის რაიონში შემავალ კრებებს ურჩია, დროდადრო მსგავსი მეთოდით ექადაგათ. მთლიანობაში იმდენად დიდი იყო ამ ჟურნალზე მოთხოვნა, რომ მისი ხელახალი დაბეჭდვა გახდა საჭირო.
4. რატომ უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივცეთ ჟურნალები?
4 ჩვენი ჟურნალები მიმდინარე მოვლენების გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს და ყურადღებას ამახვილებს ბიბლიასა და ღვთის სამეფოზე. მთელი დედამიწის ზურგზე მხოლოდ ეს ჟურნალები აუწყებს ხალხს ხსნის შესახებ (ეს. 52:7). აქედან გამომდინარე, გვსურს, რაც შეიძლება მეტ ადამიანს შევთავაზოთ ეს ჟურნალები. ამიტომ კარგი იქნება, თუ ჟურნალების კითხვის დროს ყოველთვის დავფიქრდებით: ვინ დაინტერესდება ამ თემით?