შეკითხვების ყუთი
◼ როდის არის სათანადო დამატებითი წიგნის შესწავლის ჯგუფის ჩამოყალიბება?
ახალი წიგნის შესწავლის ჯგუფის ჩამოყალიბებაზე მაშინ უნდა იმსჯელონ, როდესაც აუცილებელია, რომ თითოეულ წიგნის შესწავლაში მაუწყებელთა რაოდენობა 15 ან ნაკლები შენარჩუნდეს, მათ შორის წიგნის შესწავლაში, რომელიც სამეფო დარბაზში ტარდება. რატომ არის ეს რეკომენდებული?
როდესაც კრების წიგნის შესწავლა პატარაა, წიგნის შესწავლის ხელმძღვანელს უკეთესად შეუძლია ყურადღება მიაქციოს თითოეულ დამსწრეს. გარდა ამისა, ყველას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ კომენტარი გააკეთოს ისეთ გარემოში, რომელიც უადვილებს მათ რწმენის საჯაროდ გამოხატვას (ებრ. 10:23; 13:15). მაშინ როცა მთელი კრების ტერიტორიაზე რამდენიმე ადგილას არის პატარა ჯგუფები, კრების წიგნის შესწავლებსა და სამქადაგებლო მსახურების შეხვედრებზე დასწრება უფრო მოსახერხებელია. იმ კრებებში, რომლებშიც წიგნის შესწავლების რიცხვი გაიზარდა, დამსწრეთა საერთო რაოდენობაც გაიზარდა.
შესაძლოა არსებობდეს განსაკუთრებული ვითარება, რის გამოც მიზანშეწონილი იყოს ახალი წიგნის შესწავლის ჩამოყალიბება, თუმცა ის შეიძლება საკმაოდ პატარა იყოს. ეს შეიძლება ასე მოხდეს მოშორებულ ტერიტორიაზე, იქ, სადაც არსებულ წიგნის შესწავლებს ბევრი ადამიანი ესწრება ან არ არის სათანადო დასაჯდომი ადგილი. საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება ჩამოყალიბდეს ჯგუფი, რომელსაც შეხვედრა დღის საათებში ექნება მათ სასარგებლოდ, ვინც ასაკოვანია, ღამე მუშაობს ან იმ დების სასარგებლოდ, რომელთა მეუღლეები მოწმეები არ არიან.
თითოეულ წიგნის შესწავლის ჯგუფს უნდა ჰყავდეს რამდენიმე სულიერად ძლიერი და აქტიური მაუწყებელი, აგრეთვე გამოცდილი ხელმძღვანელი და წამკითხველი. ძმები ამ საჭიროების დაკმაყოფილებას უნდა ცდილობდნენ კრებაში.
უხუცესებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ კრების წინსვლას იმით, თუ შეეცდებიან, რომ კრების წიგნის შესწავლის ჯგუფებში დამსწრეთა რაოდენობა ზომიერი იყოს, სულიერად კარგად იზრუნებენ მათზე და შეხვედრები ხელსაყრელ ადგილზე ჩატარდება. თუ მოსახერხებელია, ახალი ჯგუფი ისე უნდა ჩამოყალიბდეს, რომ ყველამ სრული სარგებლობა მიიღოს ამ უნიკალური სულიერი ღონისძიებიდან. შეგიძლია წიგნის შესწავლის შეხვედრისთვის შენი ბინის შეთავაზება? მრავალმა, ვინც ამგვარად მოიქცა, სულიერი კურთხევები მიიღო.