სამსახურებრივი შეხვედრის გეგმა
11 თებერვლით დაწყებული კვირა
სიმღერა 168
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. მე-8 გვერდზე მოცემული რჩევების გამოყენებით ან თქვენი ტერიტორიისთვის შესაფერისი სხვა შეთავაზებით აჩვენე, როგორ შევთავაზოთ 1 თებერვლის „საგუშაგო კოშკი“ და თებერვლის „გამოიღვიძეთ!“.
15 წთ.: შეგიძლია გადახვიდე იქ, სადაც მაუწყებლებზე მეტი მოთხოვნილებაა? მოხსენება და აუდიტორიასთან განხილვა, რომელიც დაფუძნებულია 2003 წლის 15 ივლისის „საგუშაგო კოშკზე“, გვერდი 20. ჩართე კომენტარები წიგნიდან „ორგანიზებულნი“, გვერდი 111, აბზაცი 1 — გვერდი 112, აბზაცი 1 (იხილე 2007 წლის 3 დეკემბრის წერილი „ყველა სამსახურებრივ კომიტეტს“). მოკლე ინტერვიუ აიღე იმ მაუწყებლებისგან, რომლებიც იმ ტერიტორიაზე გადავიდნენ საქადაგებლად, სადაც მეტი მოთხოვნილებაა. რა სირთულეებს შეხვდნენ ისინი და როგორ დასძლიეს? რა კურთხევები მოიმკეს?
20 წთ.: დავეხმაროთ ახლებს, გახდნენ ეფექტური მსახურები. შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი. ეს სტატია აღებულია 2005 წლის 1 დეკემბრის „საგუშაგო კოშკიდან“, გვერდი 31. გამოიყენე სტატიაში დაბეჭდილი სასწავლო კითხვები. მე-18 აბზაცის განხილვის შემდეგ წარმოადგინე ერთი ინსცენირება, რომელშიც მობინადრე საწინააღმდეგო აზრს ეუბნება ახალ მაუწყებელს, რომელიც გამოცდილ მაუწყებელთან ერთად მსახურობს. ახალი მაუწყებელი ეფექტურ პასუხს ვერ სცემს მობინადრეს და მობინადრე უარს ამბობს საუბრის გაგრძელებაზე. მობინადრის დატოვების შემდეგ გამოცდილი მაუწყებელი აქებს ახალ მაუწყებელს ძალისხმევისთვის, შემდეგ კი მას უჩვენებს წიგნს „მსჯელობა“ და ეუბნება თუ როგორ შეუძლია ამ წიგნით მოემზადოს, რათა იცოდეს, როგორ უპასუხოს მობინადრეს, რომელიც საუბრის შეწყვეტას ცდილობს.
სიმღერა 50
18 თებერვლით დაწყებული კვირა
სიმღერა 17
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“.
10 წთ.: ადგილობრივი მოთხოვნილებები.
25 წთ.: „ძლიერი რწმენის მაჩვენებელი!“a. წარმოადგენს სამსახურებრივი ზედამხედველი. მოხსენების დასასრულს აღნიშნე, თუ რა დადებით შედეგებს მიაღწია თქვენმა კრებამ გასულ სამსახურებრივ წელს.
სიმღერა 194
25 თებერვლით დაწყებული კვირა
სიმღერა 81
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შეახსენე მაუწყებლებს, ჩააბარონ თებერვლის სამქადაგებლო მსახურების ანგარიში. წაიკითხე საფინანსო ანგარიში და ოფისიდან მიღებული სამადლობელი წერილი. აჩვენე, თუ როგორ შეგვიძლია გახსენების საღამოს მოსაწვევების გამოყენება ოჯახის წევრებისა თუ მეზობლების დასაპატიჟებლად.
20 წთ.: „მადლიერებით გაიხსენე იესოს მიერ გაღებული გამოსასყიდი“b. განიხილე იმდენი ბიბლიური მუხლი, რამდენის საშუალებასაც დრო მოგცემს.
15 წთ.: მოემზადე ჟურნალების შესათავაზებლად. აუდიტორიასთან განხილვა. მას შემდეგ, რაც მოკლედ მიმოიხილავ 1 მარტის „საგუშაგო კოშკსა“ და მარტის „გამოიღვიძეთ!“-ს, ჰკითხე აუდიტორიას, რომელმა სტატიებმა შეიძლება დააინტერესოს თქვენს ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები და რატომ. სთხოვე მათ, მოიყვანონ კონკრეტული აზრები იმ სტატიებიდან, რომელთა შეთავაზებასაც აპირებენ. რა შეკითხვის დასმით დაიწყებენ საუბარს? სტატიაში მოცემულ რომელ ბიბლიურ მუხლს წაუკითხავენ მობინადრეს? შემოთავაზებული რჩევების საფუძველზე აჩვენე, როგორც შევთავაზოთ 1 მარტის „საგუშაგო კოშკი“ და მარტის „გამოიღვიძეთ!“.
სიმღერა 119
3 მარტით დაწყებული კვირა
სიმღერა 223
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. განიხილე მთავარი აზრები ჩარჩოდან „შეხსენებები გახსენების საღამოსთვის“.
20 წთ.: შეგიძლია, მარტში ბიბლიის შესწავლა დაიწყო? აუდიტორიასთან განხილვა. მარტში ჩვენ ვავრცელებთ წიგნს „რას გვასწავლის ბიბლია“ იმ მიზნით, რომ დავიწყოთ ბიბლიის შესწავლები. მიმოიხილე წიგნის განსაკუთრებული თავისებურებები. განიხილე, თუ როგორ შეიძლება განმეორებითი მონახულებისას ეს წიგნი შევთავაზოთ მათ, ვინც ინტერესი გამოავლინა მაშინ, როცა გახსენების საღამოს მოსაწვევი ან ჟურნალი დავუტოვეთ, ან მათ, ვისაც 22 მარტის შემდეგ შევხვდით კარდაკარ მსახურებისას (იხილე km 8/07 გვ. 3; km 3/06 გვ. 1, აბზ. 3; km 1/06 გვ. 3—5). წარმოადგინე ერთი ან ორი ინსცენირება.
15 წთ.: კითხვებზე პასუხების გაცემისას გამოიყენე ბიბლია. მოხსენება და აუდიტორიასთან განხილვა. დაფუძნებულია წიგნზე „თეოკრატიული მსახურების სკოლა“, გვერდები 143, 144. წარმოადგინე მოკლე ინსცენირება, რომელშიც მაუწყებელს ისეთ კითხვას უსვამენ, რომელსაც ხშირად სვამენ თქვენს მხარეში. მაუწყებელი შეკითხვას ბიბლიის გამოყენებით პასუხობს.
სიმღერა 145
[სქოლიოები]
a შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
b შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.