იცი, როგორ მოიქცე, თუ სასწრაფო სამედიცინო დახმარება დაგჭირდა?
სასწრაფო სამედიცინო დახმარება შეიძლება მოულოდნელად დაგჭირდეს (იაკ. 4:14). ამიტომ წინდახედული მაქსიმალურად მოემზადება წინასწარ (იგავ. 22:3). გადაწყვეტილი გაქვს, მკურნალობის რომელ მეთოდებსა თუ პროცედურებზე დათანხმდები და წერილობითი სახით დააფიქსირე თუ არა შენი სურვილი? ამ საკითხში დაგეხმარება ფილმი „ალტერნატიული მეთოდებით მკურნალობა — პაციენტის მოთხოვნილებებისა და უფლებების გათვალისწინება“ DVD დისკზე „ალტერნატიული მეთოდები — დოკუმენტური ფილმები“. ფილმის ყურების დროს, იფიქრე იმაზე, თუ როგორ უპასუხებდი ქვემოთ მოცემულ კითხვებს. ფილმი შეიცავს ქირურგიული ოპერაციის ამსახველ მოკლე კადრებს, ამიტომ მშობლებს გონიერების გამოვლენა მართებთ იმის გადასაწყვეტად, უყურონ თუ არა მას პატარა ბავშვებთან ერთად.
1) რატომ დაიწყო მედიცინის ზოგმა მუშაკმა სისხლის გადასხმის მეთოდის გამოყენების გადასინჯვა? 2) მოიყვანეთ რთული ოპერაციების სამი შემთხვევა, რომლებიც სისხლის გადასხმის გარეშე გაკეთდა. 3) რატომ არიან მთელ მსოფლიოში ათასობით ქირურგი თუ სხვა ექიმი მზად, პაციენტებს სისხლის გადასხმის გარეშე უმკურნალონ? 4) რა გამოვლინდა ბოლო დროს ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევების შედეგად სისხლის გამოყენებასთან დაკავშირებით? 5) რა რისკ-ფაქტორებთან არის დაკავშირებული სისხლის გადასხმა? 6) რა დასკვნამდე მივიდა მრავალი სპეციალისტი სისხლის გადასხმის ალტერნატიულ საშუალებებთან დაკავშირებით? 7) რა იწვევს ანემიას და, რის გაკეთება შეიძლება ამ დროს? 8) როგორ შეიძლება სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნის სტიმულირება? 9) რომელ მეთოდებს იყენებენ ოპერაციის დროს სისხლის დანაკარგის შესამცირებლად? 10) ეფექტურია სისხლის გადასხმის ალტერნატიული საშუალებები პატარა ბავშვებისთვის ან მათთვის, ვის სიცოცხლესაც საფრთხე ემუქრება? 11) რომელია ერთ-ერთი ძირითადი ეთიკური პრინციპი კარგი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად?
ვინაიდან თითოეულმა ბიბლიით განსწავლული სინდისის საფუძველზე პირადად უნდა გადაწყვიტოს, დათანხმდება თუ არა ფილმში აღწერილ მკურნალობის მეთოდებს, ნუ გადადებ გადაწყვეტილების მიღებას სასწრაფო სამედიცინო დახმარების საჭიროების შექმნამდე და მოიფიქრე, მკურნალობის რომელი მეთოდია შენთვის მისაღები და, რომელი — არა. დამატებითი ინფორმაცია წიგნიდან „ღვთის სიყვარული“, თავი მე-7 და მასში მითითებული წყაროები, აგრეთვე 2006 წლის ნოემბრის „ჩვენი სამეფო მსახურების“ დანართი დაგეხმარება გააზრებული გადაწყვეტილების მიღებაში. თუ მონათლული ქრისტიანი ხარ, სამედიცინო მინდობილობაში აღნიშნე შენი არჩევანი და ყოველთვის თან ატარე ეს მინდობილობა.
[ჩანართი 3 გვერდზე]
გადაწყვეტილი გაქვს, მკურნალობის რომელ მეთოდებსა თუ პროცედურებზე დათანხმდები და წერილობითი სახით დააფიქსირე თუ არა შენი სურვილი?