როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 15 სექტ.
„თითქმის ყველა რელიგიაში არიან ჭეშმარიტების მოყვარული ადამიანები. თუმცა, თავად რელიგიები ადამიანთა დაყოფის მთავარი მიზეზია. რა არის საჭირო გულწრფელი ადამიანების გასაერთიანებლად? [გიპასუხოს და შემდეგ წაიკითხე სოფონიას 3:9]. ამ ჟურნალში ნაჩვენებია, თუ ჭეშმარიტი ღვთის შემეცნება როგორ აერთიანებს ადამიანებს მთელი დედამიწის ზურგზე“.
გამოიღვიძეთ! 22 სექტ. (რუს.)
„ბევრი ჩვენგანი ფიქრობს, რომ ყოველთვის უხვად იქნება საზრდო. მაგრამ დღესდღეობით შემაშფოთებელია ის, რომ მეცნიერებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საკვების მარაგს. ამ ჟურნალში ახსნილია, თუ რომელია ზოგიერთი ასეთი საშიშროება, აგრეთვე მოთხრობილია, თუ რა რეალური ბიბლიური იმედი არსებობს ამ პრობლემის გადასაწყვეტად“.
საგუშაგო კოშკი 1 ოქტ.
„ალბათ დამეთანხმებით, რომ ღვთის რწმენის შესახებ საუბარი მრავალი ადამიანისთვის არაპოპულარული გახდა. რატომ ხდება ასე? [გიპასუხოს და შემდეგ წაიკითხე ებრაელთა 11:1]. ამ ჟურნალში განხილულია, თუ რა არის ჭეშმარიტი რწმენა და რა სხვაობაა რწმენის ქონასა და არქონას შორის“.
გამოიღვიძეთ! 8 ოქტ.
„როგორც მოგეხსენებათ, მრავალი პოპულარული დღესასწაული არსებობს და ხშირად ბავშვებს უხარიათ მათი აღნიშვნა. თუ გქონიათ იმის შესაძლებლობა, რომ გამოგეკვლიათ, საიდან წარმოიშვა რომელიმე ასეთი დღესასწაული? [გიპასუხოს]. ამ საკითხის გაცნობა საინტერესო იქნება თქვენთვის, მით უმეტეს, თუ ბავშვი გყავთ“.