როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 15 სექტ.
„მთელ მსოფლიოში მრავალს სმენია იესო ქრისტეს შესახებ. ზოგი ამბობს, რომ ის მხოლოდ ცნობილი ფიგურა იყო. სხვები კი თაყვანს სცემენ მას, როგორც ყოვლისშემძლე ღმერთს. თქვენი აზრით, ვინ იყო იესო ქრისტე? [გიპასუხოს]. ამ ჟურნალში ახსნილია, თუ ვინ იყო იესო სინამდვილეში, სად დაიბადა და ახლა სად იმყოფება“. წაიკითხე იოანე 17:3.
საგუშაგო კოშკი 1 ოქტ.
წაიკითხე ჟურნალის გარეკანზე მოცემული კითხვა. შემდეგ ჰკითხე: «იცით, რომელ ნიშანზე არის აქ საუბარი? [გიპასუხოს. შემდეგ წაიკითხე მათე 24:3]. „საგუშაგო კოშკის“ ამ გამოცემაში განხილულია ნიშნის ხუთი ძირითადი ნაწილი და ახსნილია, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი მათი ამოცნობა». ყურადღება გაამახვილე მე-6 გვერდზე მოცემულ ჩარჩოზე.
გამოიღვიძეთ! 8 ოქტ.
„გადაჭარბებულ სმას მრავალი პრობლემა მოაქვს. ამ ჟურნალში ნაჩვენებია, თუ როგორ მოქმედებს ალკოჰოლი ორგანიზმზე. [აჩვენე მე-7 გვერდზე მოცემული სურათი]. ამ სტატიებში განხილულია, თუ როგორ შეუძლიათ ადამიანებს შეწყვიტონ ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება და რის გაკეთება შეუძლიათ სხვებს მათ დასახმარებლად“.